რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
,,ჟოლი'' - აშშ-ს ბაზარზე
„მე გახლავართ გურამ სუხაშვილი, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჟოლის საწარმოში, რომელიც წელს USAID-ს დახმარებით გაფართოვდა" , დასავლური დაფინანსებით აშენებული საწარმო "ჟოლის" დამფუძნებელი საუბარს იწყებს იმით, თუ რა წვლილი მიუძღვის საქართველოს ხელისუფლების მიერ უცხოური გავლენის ორგანიზაციად გამოცხადებულ USAID-ს ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებაში.

გურამ სუხაშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთში ქართული ნატურალური პროდუქტების - მურაბების, კომპოტებისა და სხვა პროდუქტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო. დღეს კი, ამერიკის ფინანსური დახმარების წყალობით, აღნიშნული ქარხანა 9 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც ექსპორტზე გადის აშშ-ში და როგორც სუხაშვილი ამბობს, შემოთავაზებები აქვს ევროპის ქვეყნებიდანაც.



"ჩვენ გვაქვს წითელი ტყემალი ორი სახეობის, გვაქვს ყვითელი ტყემალი, პომიდვრის საწებლები, აჯიკა, გვაქვს წიწაკის კონსერვი, ასევე ჟოლოს მურაბა და ჯემები. ჩვენი წარმოება დაიწყო ძალიან მინიმუმიდან  - თავდაპირველად დავიწყეთ ჟოლოს ბაღების გაშენებით და ვაწარმოებდით ჟოლოს ჯემსა და მურაბას. შემდგომში ჩვენ გავიტანეთ FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია)დახმარებით გამოფენებზე, სადაც გაიზარდა მომხმარებლების მოთხოვნა. ასევე, ჩვენი პროდუქცია წავიღეთ აშშ-ში, სადაც დაიმსახურა ძალიან დიდი მოწონება. ჩვენი პარტნიორების, ქეთევან წურწუმიას დახმარებით, განხორციელდა ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა", - ამბობს გურამ სუხაშვილი.



საწარმო საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმაც დაათვალიერეს. მათ განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას.

გურამ სუხაშვილი საუბრობს იმაზე თუ რა მოთხოვნები აქვს აშშ-ს და ევროკავშირს პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ საწარმო "ჟოლის" აშშ-ს სურსათისა და წამლის მარეგულირებელმა სააგენტოს (FDA) რეგისტრაციაც გაიარა.

„ჩვენ გვაქვს ასევე შემოთავაზება რომ ჩვენი პროდუქცია გავიდეს ევროპის ბაზარზე - ვიცით იქაც რა მოთხოვნებია და ჩვენ გვქონია შემოთავაზება რუსეთიდანაც, როცა მსგავსი მოთხოვნები ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით არ  ყოფილა. თუ ჩვენ გვინდა რომ შევიტანოთ აშშ-სა და ევროპის ბაზარზე - ჩვენ უნდა ვაკმაყოფილებდეთ შესაბამის სტანდარტებს. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხს, არამედ, ეს გულისხმობს თანამშრომლების პროფესიულად გაზრდასაც, რადგან მათ უწევთ არაერთი ტრენინგის გავლა - მაგალითად, 9 სექტემბერს აშშ-დან ჩამოდიან შესაბამისი პროფესიის ადამიანები, რომლებმაც ჩვენი თანამშრომლები უნდა გადაამზადონ ევროპულ და ამერიკულ ტექნოლოგიებზე და დანერგონ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი განაპირობებს პროდუქციის სიჯანსაღეს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის", - ამბობს გურამ სუხაშვილი.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, კომპანიამ სააგენტოს "აწარმოე საქართველოსა" და USAID-ის გრანტები მოიპოვა, რისი საშუალებითაც სოფელ იგოეთში მდებარე საწარმოს შენობა-ნაგებობა გააფართოვეს, საწარმო გადაიარაღეს და სიმძლავრეები გაზარდეს. აღნიშნულ პროექტში, ჯამში 300 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც
გამოეხმაურა,
ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევიც გამოეხმაურა,
14:01 / 06.10.2024
როგორც
როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს,
12:20 / 05.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.