ახალი ამბები
პოლიცია ზღუდერში ბრალდებულების სახლს იცავს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, ამ დროისათვის დაძაბული
სიტუაციაა.
28 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობის ფაქტის შემდეგ, პოლიცია ბრალდებულების სახლს იცავს. დაკავებულები არიან 65 და 56 წლის ძმები - მედოშვილები.
დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახები თანასოფლელები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზღუდერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ ნ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
,,სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.'' - აღნიშნავენ შსს-ში

ამავე კატეგორიაში
სოფელ ზერტში 200-ბავშვიანი საბავშვო ბაღის ჩაბარებიდან წელიწადზე
მეტი გავიდა, თუმცა ობიექტი კვლავ გაუხსნელია, ბავშვები კი ნაქირავებ
კერძო სახლში დაჰყავთ.
ტურნირზე OPEN KUTAISI 2026 შ. ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური
სპორტული სკოლის სპორტსმენებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს
მედალი დაისაკუთრეს.
სოფელ ბერშუეთის მცხოვრები, 41 წლის გელა ბერიანიძე, რომელიც 31
ოქტომბერს სოფელ წინაგარასთან უკანონოდ დააკავეს, ცენტრალური
ხელისუფლებისა და EUMM-ის „ცხელი ხაზის“ ჩართულობით გათავისუფლდა.
ძველი სოკო-შადრევნის მოშლის გამო სოციალურ ქსელში გამოთქმული
უკმაყოფილების შემდეგ, წყალმომარაგების კომპანიამ წყარო განაახლა,
რომელიც მეუფე ანდრიამ აკურთხა.
ნოსტედან თბილისისკენ მიმავალ ავტომობილს საქარე მინა ჩაამსხვრიეს.
დაზარალებული მოქალაქეებს ყურადღებისკენ მოუწოდებს, პოლიციამ კი, მისი
თქმით, ყურადღება გზაზე გაჩერებულ მანქანაზე გაამახვილა.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები