რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
მერი თუ ფერმერი - რა ქონება დააგროვა ქარელის 10-წლიანმა მმართველმა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.

მის მმართველობას წელს 10 წელი უსრულებოდა. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი ქონება საკმაოდ გაიზარდა და როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, ყველაზე მეტი შემოსავალი ფერმერული მეურნეობიდან აქვს.

2014 წლის მდგომარეობით:


სოფელ ბრეთის მეურნეობაში 93 კვ.მ ფართობის ბინა;

მიწის ნაკვეთი - 25 000 კვ.მ ფართობი

ბინა თბილისში - 47,3 კვ.მ შეძენილი 2008 წელს.

ბოლო 10 წელიწადში მისი ქონება საკმაოდ გაიზარდა.

2024 წლის მდგომარეობა:

2014 წლიდან 2024 წლამდე საკუთარ სოფელში შეიძინა ჯამში 45 000 კვ.მ-ს ფართობის მიწის ნაკვეთი.  ჯამში 35 ათასი ლარი აქვს გადახდილი.

ახალი ბინები იყიდა თბილისში - ერთში 136 626 ლარი გადაიხადა, მეორეში - საცხოვრებელ სახლში 170 000 დოლარი გადაიხადა. ბინა იყიდა 2020 წელს, საცხოვრებელი სახლი კი - 2023 წელს.

ბოლო დეკლარაციის მიხედვით, მას ორი სესხი აქვს, ერთი უკვე ნაადრევად დააფარა.

2020 წელს 7-წლიანი აგროგირაოიანი სესხი აიღო 153 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც უკვე დაფარა, ხოლო 2023 წელს 5-წლიანი მიკრობიზნესის სესხი აიღო 170 000 დოლარის ოდენობით. ბანკს წელიწადში 18 505 დოლარს უხდის.

მისი ხელფასი, როგფორც მერის - ბოლო ერთი წლის მანძილზე, 53 750 ლარი იყო, ხოლო მეურნეობიდან - 127 000 ლარი მიიღო. ათი წლის წინ, მეურნეობიდან წელიწადში მხოლოდ 25 ათასი ლარი ჰქონდა.

მისი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ქარელის მერი საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს ფერმერებული მეურნეობას, აფართოებს წარმოებას, ყიდულობს ტექნიკას. ამავე დეკლარაციის მიხედვით, გაზრდილია მეურნეობაში მიღებული პროდუქციის რეალიზაცია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ
არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
თითქოს, თამარმა წერილი მისწერა ანატოლიის სელჩუკთა სულთანს ყილიჩ არსლანს და მის ვაჟზე, რუქნადინზე, დაქორწინება შესთავაზა, 
13:15 / 10.10.2024
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის
დირექტორის,
მერიის კულტურისა და ბავშვთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრის დირექტორის,
12:54 / 09.10.2024
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს
მოვიდა,
სტიქიიდან 2 თვე გავიდა. ღვარცოფი ხეობაში 2024 წლის 22 ივლისს მოვიდა,
15:42 / 07.10.2024
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024
წლის აგვისტომდე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოგვწერა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან 2024 წლის აგვისტომდე
15:24 / 07.10.2024
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა
მანევრისას
წინასწარი ინფორმაციით, დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა მანევრისას
15:20 / 06.10.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.