რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
ერთი წელი გავიდა თამაზ გინტურის მკვლელობიდან
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ კირბალში, ლომისის ეკლესიის სიახლოვეს თამაზ გინტური მოკლეს.

მისი ძმა, გივი გინტური მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ფაქტის გამოძიება არ სურს, რადგან თავადაც რუსები არიან. გივი გინტური გორის საკრებულოს წევრია.

თამაზ გინტური რუსეთის სამხედროებმა 2023 წლის 6 ნოემბერს მოკლეს. მასთან ერთად მყოფი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

რამდენიმე დღეში ლევან დოთიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიამ კი გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახული იყო ლომისის ეკლესიაში თამაზ გინტურისა და ლევან დოთიაშვილის ყოფნის ეპიზოდი.

ვიდეოს მიხდევით, თამაზს და ლევანს ეკლესიის კარი აჭედილი დახვდათ. კარი რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღით ადრე აჭედეს, რადგან იქ ადგილობრივი მოსახლეობა აღარ შესულიყო. ლევან დოთიაშვილმა აჭედილი კარი გახსნა. ვიდეოში ისმის თამაზ გინტურის ხმა:

"ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ჩამჭედის…"შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი"

მოგვიანებით ეკლესიასთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მიდიან და ცდილობენ მათ დაკავებას. სამხედროებმა მანქანას ესროლეს, სადაც თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი იმყოფებოდნენ. სასიკვდილოდ დაიჭრა თამაზ გინტური.

საქართველოს პროკურატურას დღემდე არ ჰყავს ის სამხედროემი ინდეტიფიცირებული, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.