ამის შესახებ სპეციალური დოკუმენტი მერიიდან საკრებულოში ერთი თვის წინ გადაგზავნეს. დიაბაზი მაღალი ხარისხის სტრუქტურული ქვაა, რომელიც ფართოდ გამოიყენება სამშენებლო ინდუსტრიაში.
როგორც საკრებულოში აღნიშნავენ:
,,დასამტკიცებლად გამოგზავნილია საჯარო განხილვისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობის შედეგად შემუშავებული გორის მუნიციპალიტეტის ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია დამტკიცდეს ზემოაღნიშნული კონცეფცია.'' - ამ განკარგულებას ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე. კონცეფცია საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ოქტომბერში დაამტკიცეს.
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება'', რომელიც სსიპ ,,სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების სააგენტოს'' დაკვეთით და შპს ,,არტსტუდიო პროექტის'' მიერ მომზადდა.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ტანას ხეობაში არსებული ბუნებრივი წიაღიასეულის, განსაკუთრებით დიაბაზის საბადოს, გამოყენება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ეკონომიკური რესურსი.
,,დიაბაზის საბადოს მოპოვება და ტურიზმის განვითარება ტანას ხეობაში შესაძლებელია ურთიერთშეთანხმებით და კომპრომისებით. ალტერნატიული სამანქანო გზების გამოყენება, მარშრუტების ოპტიმიზაცია და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობა ხელს შეუწყობს ამ ორი სფეროს განვითარებას და ხელს შეუშლის კონფლიქტებსა და ურთიერთ შეფერხებებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ნაბიჯი კარგად დაგეგმილი და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვით განხორციელდეს. დიაბაზის მოპოვებისა და გადამუშავების პროექტები მოითხოვს მრავალი პროფესიის მუშაკს, დაწყებული საინჟინრო და ტექნიკური პერსონალით, დამთავრებული საერთო მუშახელით. ასეთ პროექტებში, მაგალითად, სვანეთის რეგიონში დიაბაზის საბადოს განვითარებამ გამოიწვია დასაქმების ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას.'' - წერია დოკუმენტში.
სპეციალისტები მომზადებულ დოკუმენტში დეტალურად განმარტავენ, თუ რა არის საჭირო ამ დარგის განვისთარებისთვის:
,,საწყის ეტაპზე საჭიროა გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რაც მოიცავს ტერიტორიის გეოლოგიური სტრუქტურის შესწავლას და დიაბაზის არსებობის პროვიზიულ დადასტურებას. ამისთვის გამოიყენება გეოლოგიური რუკები, სატელიტური ფოტოები და სხვა მონაცემები. შემდეგი ნაბიჯია მიწისზედა კვლევები და ნიმუშების აღება, რომლებიც იგზავნება ლაბორატორიულ ანალიზზე დიაბაზის ხარისხისა და რაოდენობის დასადგენად. საბოლოოდ, საჭიროა ღრმა ბურღვითი სამუშაოები და გეოფიზიკური კვლევები, რომლებიც უფრო დეტალურად განსაზღვრავს საბადოს სიღრმეს, ხარისხს და მოცულობას.'' - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ლიცენზიის გაცემის წინ შესაძლოა ტარდებოდეს საზოგადოებრივი განხილვები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა და დაინტერესებული მხარეები გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის შესახებ იღებს წიაღის ეროვნული სააგენტო.
წარმატებული განაცხადის შემთხვევაში, გაიცემა მოპოვების ლიცენზია, რის შემდეგაც იწყება პროექტის სამუშაო გეგმის განხორციელება.
აღნიშნული დოკუმენტი თარიღდება 2024 წლით. ის უკვე წარუდგინეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები