რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
თბილისში დარბეული და ნაცემი ჟურნალისტების მხარდასაჭერად გორში აქცია გაიმართა
თბილისში დარბეული და ნაცემი ჟურნალისტების მხარდასაჭერად გორში აქცია გაიმართა.

შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი უწყების, სამხარეო პოლიციის წინ მედიის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, დღევანდელ სიტუაციაში ჟურნალისტების დამსახურებაა, რომ აქტიური ადამიანები ცოცხლები არიან.

2024 წლის 29 და 30 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე აგრძელებდნენ ჟურნალისტების და აქციის მონაწილეების სასტიკი და ძალადობრივი მეთოდებით დარბევას, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მაქსიმალურად უშლიდნენ ხელს პrოფესიული საქმიანობის შესრულებაში.

მედიაომბუდსმენი მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჟურნალისტების ნაწილი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ რჩება:

1. მარიამ გაფრინდაშვილი - “ტელეკომპანია პირველის” ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე, აქციის დროს მძიმედ დაშავდა "ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენა არაპროპორციული ძალა, რასაც დაპირისპირება მოყვა. კადრებში, რომლის გადაღებაც "ტვ პირველის" ოპერატორმა მოასწრო, ჩანს, რომ მარიამ გაფრინდაშვილი მიწაზე ეცემა. ჟურნალისტს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მარიამ გაფრინდაშვილი გადაყვანილია ინგოროყვას კლინიკაში.

2. პაპუნა ხაჩიძე - “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორს არ მიეცა მუშაობის შესაძლებლობა რუსთაველის გამზირზე. ის ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილთან ერთად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას;

3. აკა ზარქუა,რეალპოლიტიკას რედაქტორი 10-მა სპეცრაზმელმა ცემა, ამცირებდნენ და არაჰუმანურად ეპყრობოდნენ, აიძულებდნენ საკუთარი პრესკარტა შეეჭამა, ხოლო ბოლოს, ჩანთა გაუხსნეს, საიდანაც სათვალე და აირწინაღი მოპარეს;

4. ანა მსხალაძე ონალინგამოცემა “პუბლიკას“ ჟურნალისტი. სპეცრაზმელმა ანა მსხალაძეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაარტყა და ტელეფონი წაართვა.

ანა მსხალაძე ამბობს, რომ ჭიჭინაძის ქუჩის მიმდებარედ გადაადგილდებოდა და სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ძალადობრივად დაკავებას იღებდა, რა დროსაც სპეცრაზმელმა მას ტელეფონი დააგდებინა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა სპეცრაზმელს უთხრა, რომ ის იყო ჟურნალისტი და ტელეფონის ასაღებად დაიხარა, მას თავში ჩაარტყეს, შემდეგ კი, სავარაუდოდ, მისი ტელეფონი აიღეს და გაიქცნენ.

ანა მსხალაძეს ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია. დაკარგულია მისი ტელეფონი, რომლითაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე
მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E.
coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ
დაბინძურებაზე მიუთითებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E. coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ დაბინძურებაზე მიუთითებს.
09:52 / 04.10.2026
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან
100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან 100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
13:34 / 03.10.2026
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა
შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
12:44 / 03.10.2026
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის
მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო
ოქმი შეადგინა.
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო ოქმი შეადგინა.
10:27 / 03.10.2026
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა
აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000
დოლარი მოითხოვა.
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000 დოლარი მოითხოვა.
18:48 / 02.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.