რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
ცხინვალში ჟურნალისტი სახლიდან გაიტაცეს, სცემეს და დე-ფაქტო პრეზიდენტთან წაიყვანეს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ჟურნალისტს ალექსანდრე ქელეხსაევს თავს დაესხნენ. სახლიდან გაიტაცეს და სცემეს.

ამის შესახებ ტელეგრამ არხებზე მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ ვრცელდება. ინტერვიუს მიხედვით, ინციდენტი 9 იანვარს მოხდა. გაზეთ ,,სამხრეთ ოსეთის'' ყოფილი რედაქტორი ყვება, რომ გამტაცებლები იყვნენ პრეზიდენტ ალან გაგლოევის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.

იგი აღნიშნავს, რომ ოთხმა პიროვნებამ ის ალან გაგლოევის რეზიდენციაში წაიყვანა. როგორც გაირკვა, ქელეხსაევი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან შესახვედრად წაიყვანეს.

"...კარზე კაკუნი გაისმა. გარეთ გავიხედე და ორი შუახნის ბიჭი დავინახე. ერთს სამხედრო ფორმა ეცვა. მანქანაში ჩაჯდომა მთხოვეს. ბიჭებს ვკითხე, საიდან იყვნენ, ვინ იყვნენ. მათი თქმით, ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იყვნენ. ღამის 12 საათზე უარი ვთქვი მანქანაში ჩაჯდომაზე, დაჟინებით მთხოვდნენ, მანქანაში ჩავმჯდარიყავი. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ერთ-ერთმა თქვა, სხვა ხალხი მოვა და "ყველაფერს სწორად გააკეთებს". როდესაც მე ვკითხე, როგორ უნდა გაკეთდეს ეს, თანამშრომელმა მიპასუხა: "თქვენ თვითონ ნახავთ და თავად დარწმუნდებით". ეს ყველაფერი ზუსტად ჩემი სახლის შესასვლელთან მოხდა. ერთ-ერთმა ხელი მომკიდა და მკლავი გადამიგრიხა. გავთავისუფლდი და მერე ჩაერთო კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც სამხედრო ფორმაში იყო. ეტყობა, ერთად ვერ მომერივნენ, წინააღმდეგობის გაწევა მაინც ვცადე. შემდეგ მანქანიდან კიდევ ორი ​​ოფიცერი, ახალგაზრდა ბიჭები გამოიქცნენ. ბუნებრივია, ოთხივე მომერია, სახლის ტანსაცმლით მიწაზე დამაგდეს, მერე მაღლა ამწიეს და რაღაც საგანივით წამიყვანეს მანქანამდე. ქუდი და ფეხსაცმელი გამძვრა და ამ სამარცხვინო მდგომარეობაში წამიყვანეს ალან გაგლოევის კაბინეტში. პრეზიდენტის კაბინეტში ფეხსაცმლის გარეშე! რამდენად მიზანშეწონილია ეს საერთოდ?'' - კითხულობს ალექსანდრე ქელეხსაევი.

ქელეხსაევი ამბობს, რომ დაზიანებები აქვს სახის არეში, რაზეც შესაბამისი სამედიცინო ცნობები გააჩნია. მისი თქმით, სხეულის სხვა ნაწილზე არ უცემიათ.

რაც შეეხება ალან გაგლოევთან შეხვედრას, იგი აღნიშნავს, რომ მასთან ნორმალური საუბარი ჰქონდა. როგორც ირკვევა, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ტელეგრამ არხზე, არ მოეწონა მისი კომენტარი გაძვირებულ დენისა და გაზის გადასახადის შესახებ::

"გაგლოევთან ნორმალური დიალოგი მქქონდა. მან მაჩვენა ეს ჩემი კომენტარი და მითხრა, რომ მის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის ტალღა მიმდინარეობს და უკვე დაიღალა. მე ვკითხე ალან გაგლოევს: "კარგი, შეიძლება ვცდებოდე ჩემს კომენტარში, მაგრამ მართლა შესაძლებელია თუ არა ადამიანის სახლიდან გაყვანა სახლის ტანსაცმელში უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით და პრეზიდენტის კაბინეტში? რაზეც მან გარკვეულწილად მორიდებით უპასუხა და მკაფიო პასუხი არ გასცა. არ მესმის, ხომ შეიძლებოდა ყველაფერი კანონის ფარგლებში მომხდარიყო, ძალადობის გარეშე, ადამიანის უფლებების დარღვევის გარეშე? რაც მოხდა, ვფიქრობ, არის დაშინების აქტი პარტია "ერთიანი ოსეთის" წევრების მიმართ, რათა მომავალში ვინმემ კომენტარის დაწერა არ დაკარგოს. მე გამომიყვანეს სახლიდან, როგორც დამნაშავე, როგორც დამნაშავე და, ვიმეორებ, ეს მიმაჩნია დაშინების ქმედებად და ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი "ადამიანის გატაცება". - ყვება ქელეხსაევი.

აღნიშნული ინციდენტის გამო, ინფორმაცია გაავრცელა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტი გამოძიებული იქნება. სააგენტო ,,რესმა'' კი გაავრცელა საინფორმაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, მარია კოტაევის ინტერვიუ, რომელიც აცხადებს, რომ ალექსანდრე ქელეხსაევი სიცრუეს საუბრობს, რომელიც 2 წელია არ არის ჟურნალისტი.

ალექსანდრე ქელეხსაევი 2 წლის წინ სამთავრობო გაზეთ ,,სამხრეთ ოსეთის'' რედაქტორობიდან გაათავისუფლეს. ფაქტს ვრცელი მასალა მიუძღვნა ,,ეხო კავკაზამ''

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონში 2738 393 ვიდეჯარიმა დაიწერა.
ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონში 2738 393 ვიდეჯარიმა დაიწერა.
16:05 / 11.02.2025
მაგალითად, ,,ქარელი ჰესი'' აშენდება დოღლაურიდან ბებნისამდე
არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც

მაგალითად, ,,ქარელი ჰესი'' აშენდება დოღლაურიდან ბებნისამდე არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც

12:47 / 11.02.2025
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მედიამენეჯერისა და ჟურნალისტის
12:09 / 11.02.2025
მყოდველმა ტერიტორია უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორიაზე
ააშენებს ერთ საცხოვრებელ კორპუსს სოციალურად დაუცველებისთვის.
მყოდველმა ტერიტორია უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუკი ტერიტორიაზე ააშენებს ერთ საცხოვრებელ კორპუსს სოციალურად დაუცველებისთვის.
10:46 / 10.02.2025
რატომ არის ასე რთული შეცდომის აღიარება? მოდი, ვნახოთ, რას ამბობს
ფსიქოლოგია.
რატომ არის ასე რთული შეცდომის აღიარება? მოდი, ვნახოთ, რას ამბობს ფსიქოლოგია.
15:29 / 09.02.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.