რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს.'' - HRW
"ამერიკის ხმა" გავლენიანი ამერიკული უფლებადაცვითი ორგანიზაციის, "ჰიუმან რაითს ვოჩის" ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილეს, რეიჩელ დენბერს ესაუბრა.

მისი განცხადებით, ორგანიზაცია დიდი ხანია აღრიცხავს დემონსტრანტების, აქტივისტების, სამოქალაქო თუ პოლიტიკური აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტებს.

,,ამის დოკუმენტირება [2024 წლის] ადრე გაზაფხულზე დავიწყეთ, როდესაც პროტესტები დაიწყო. დემონსტრანტებზე უმოწყალო თავდასხმები განხორციელდა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი აქციაზე იდგნენ, არამედ მაშინაც, როდესაც ისინი თავიანთ სახლთან იდგნენ, ან უბრალოდ ქუჩაში მიდიოდნენ, როდესაც მათ შეურაცხყოფას აყენებდა ადამიანთა გარკვეული ჯგუფი. ამ თავდასხმების ხასიათიდან გამომდინარე ნათელი იყო, რომ თავდასხმები კოორდინირებული იყო და ასევე ადვილი მისახვედრი იყო, რომ ისინი საკუთარი ნებით არ მოქმედებდნენ და დავალებას სხვებისგან იღებდნენ. ასე რომ ყველა ასეთი შემთხვევა აღრიცხული გვაქვს. [საქართველოს] პროკურატურასაც მივმართეთ, ვკითხეთ, რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამდნენ გამოძიებისთვის და არადამაკმაყოფილებელზე უარესი პასუხი მივიღეთ.'' - აღნიშნავს რეიჩელ დენბერი.

გარდა ამისა, აღრიცხული აქვთ უშუალოდ აქციებზე მომხდარი, სპეცრაზმის სრულიად უმოწყალო თავდასხმები ხალხზე, რომლებიც უბრალოდ ქუჩაში იდგნენ.

,,არ არსებობს აბსოლუტურად არაფერი, რაც ამ ტიპის ძალადობას გაამართლებს. ასევე ვერაფერი გაამართლებს იმას, როდესაც პოლიცია ხალხს გამოათრევდა და პოლიციის კორდონის უკან მიათრევდა, სადაც მათ უმოწყალოდ სცემდა მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე ძირს ეცემოდნენ. ამის ერთადერთი მიზანი არის დასჯა, შურისძება და სხვებისთვის დასაშინებელი გზავნილის მიწოდება. ასევე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რაც მათ მანამდე ერთგვარი გაშავების კამპანია ჩაატარეს გასულ გაზაფხულზე და ახლანდელი სიტუაციისთვის ნიადაგი შეამზადეს. გახსოვთ, რომ ამ კამპანიის დროს თბილისის მასშტაბით მათ პოსტერებზე ცნობილი სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, თუ პოლიტიკური აქტივისტების ფოტოები გააკრეს და მათ ჩირქი მოსცხეს მოღალატეების, ეკლესიის და სახელმწიფოს მტრები ეძახეს. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ამ ადამიანების წინააღმდეგ საზოგადოებრივი სიძულვილის და ეჭვის მობილიზებისთვის, რათა მათი დემონიზაცია მომხდარიყო.'' - განაცხადა დენბერმა.

მისი შეფასებით, სახეზე გვაქვს დემონიზების მცდელობა, ძალაში ახლადშესული კანონები და ფიზიკური ძალადობა, რომელიც ავტოკრატიის მშენებლობის საყრდენია.

,,ესაა ნაბიჯები ადამიანის უფლებების კრიზისის გამწავავებისკენ, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს. ვფიქრობ, ეს არის ხელისუფლების მიერ ყველა ზღვრის გადაკვეთის ერთ-ერთი აშკარა გამოვლინება. ძალიან ბევრს ამბობს ის, რომ ერთის მხრივ პოლიციის მიერ, უამრავი ნაცემი ადამიანი გყავს და ამისვიდეო ჩანაწერები თუ მოწმეები არსებობს, როდესაც სპეცრაზმი ხალხს ძვლების დამტვრევამდე სცემს და ამ ყველაფრის გამოძიება არ ხდება; არანაირი ნაბიჯი არ იდგმება, დაგმობა არ ხდება, არაფერი ისეთი, რომ ოფიციალური პირები მიხვდნენ, რომ ეს პრობლემაა. მეორეს მხრივ კი არსებობს მზია ამაღლობელის საქმე, როდესაც აშკარად იყო შეხლა-შემოხლა, იყო უამრავი ხალხი და როდესაც ის დაკავების ადგილს ტოვებდა, დამაბნეველი სიტუაცია იყო და რაღაც მოხდა. და უეცრად, ყველასამართალდამცავი უწყების ძალისხმევა იმ ერთი ადამიანის დასაჯელადაა მობილიზებული, რომელიც ჟურნალისტია და ცნობილია თავისი კრიტიკულობით. ამაზე ხარჯავთ საგამოძიებო ძალებს? მართლა? ეს ძალიან სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებს. მათ მთელი თავისი რესურსი დახარჯეს კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის წინააღმდეგ. სრულიად ნათელია, რომ ისინი ასე ენერგიულად მის წინააღმდეგ მესიჯის გასაგზავნად მიდიან. ამ დროს არსებობს უამრავი ვიდეო ჩანაწერი და მტკიცებულება ადამიანებზე ძალადობის, მათი ძვლების დამტვრევის, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებისა და ამ მიმართულებით, სრულიად არაფერს აკეთებენ.'' - აღნიშნავს ინტერვიუში.

ვრცლად
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებით, 20 წლის სქემმონაზონს, მამა
ანგელოსს ეპარქია დაატოვებინეს.

რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებით, 20 წლის სქემმონაზონს, მამა ანგელოსს ეპარქია დაატოვებინეს.

22:56 / 16.03.2025
დაკავებულებს ბრალი 109-ე მუხლის ,,ი'' პუნქტით აქვთ წარდგენილი,
რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

დაკავებულებს ბრალი 109-ე მუხლის ,,ი'' პუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

17:57 / 15.03.2025
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების,
სამსახურებრივი სიყალბისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო
მონაწილეობის ბრალდებით

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ბრალდებით

17:56 / 14.03.2025
დღეს გორის სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარიძემ, პატიმრობის
უზრუნველყოფით,

დღეს გორის სასამართლოს მოსამართლემ, დავით მაკარიძემ, პატიმრობის უზრუნველყოფით,

19:21 / 13.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.