ამის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას ,,ავტომარტივი'' ავრცელებს. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ეს თანხა ვიდეოჯარიმების შედეგია.
ბოლო ერთ წელიწადში, რეგიონში სულ 278 393 ვიდეჯარიმა დაიწერა.
აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, რეგიონის მიხედვით, ჯარიმების რაოდენობით შიდა ქართლი მეორე ადგილზეა იმერეთის შემდეგ.
ვიდეოჯარიმების რაოდენობა და გადახდილი თანხა რეგიონების მიხედვით:
▪️ თბილისი - 93 812 010 ლარის 1 487 600 ჯარიმა;
▪️ იმერეთი - 17 683 560 ლარის 307 137 ჯარიმა;
▪️ შიდა ქართლი - 16 804 000 ლარის 278 393 ჯარიმა;
▪️ აჭარა - 13 543 380 ლარის 256 730 ჯარიმა;
▪️ ქვემო ქართლი - 13 594 370 ლარის 208 095 ჯარიმა;
▪️ გურია - 8 107 200 ლარის 130 602 ჯარიმა;
▪️ სამეგრელო - ზემო-სვანეთი - 6 993 020 ლარის 121 718 ჯარიმა;
▪️ სამცხე-ჯავახეთი - 5 485 640 ლარის 96 072 ჯარიმა;
▪️ კახეთი - 4 558 800 ლარის 72 642 ჯარიმა;
▪️ მცხეთა-მთიანეთი - 4 452 600 ლარის 42 898 ჯარიმა;
▪️ რაჭა-ლეჩხუმი - 99 500 ლარის 756 ჯარიმა.
ქვეყნის მასშტაბით კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 3 002 643 ვიდეოჯარიმა დაიწერა, რაც 2023 წელთან შედარებით, 159 851-ით ნაკლებია.
დარღვევებისთვის გადახდილმა თანხამ გასულ წელს 185 134 080 ლარი შეადგინა - 7 095 210-ით ნაკლები, ვიდრე 2023-ში.
რაც შეეხება სამართალდარღვევის ტიპებს, ყველაზე მეტი ჯარიმა ადმინისტრაციულ სამართადარღვვევათა კოდექსის 118-ე და 125-ე მუხლებით დაიწერა. მათ შორის ჭარბობს ისეთი დარღვევები, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, ღვედის გამოუყენებლობა, წითელზე გავლა, Bus lane-ში მოძრაობა, ტექინსპექტირების წესის დარღვევა და სხვა.
ბოლო მონაცემებით ქვეყანაში 7 784 ვიდეოკამერაა, მათ შორის 5 428 ზოგადი ხედვის, 2 356 კი - ნომრის ამომცნობი
. საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტი, 2636 ვიდეოკამერა თბილისშია დამონტაჟებული, ყველაზე ცოტა, 58 კი - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.
ვიდეოკამერით დაწერილი ჯარიმის შესახებ ინფორმაცია ავტომობილის მფლობელს მობილურის ნომერზე მისდის. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, მოქმედებს 20%-იანი შეღავათი, რომლითაც 2024 წელს 1 448 919-ჯერ ისარგებლეს.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები