რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
,,არ გამოიწვევდა ტკივილს'' - გორის მოსამართლის შეფასება, როდესაც მამამ ქალიშვილს ხელი სახეში და თავში დაარტყა
გორის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, არასრულწლოვან ქალიშვილზე ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს ჯერ გირაო შეუფარდეს, შემდეგ სასჯელის ზომად 200-საათიანი იძულებითი შრომა განუსაზღვრეს.

ეს ამბავი მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა. გადაწყვეტილებაც მან მიიღო.

ბრალდებული არ უარყოფდა არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ ძალადობას, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არ გამოიწვევდა ფიზიკურ ტკივილს.

რა წერია ექსპერტიზის დასკვნაში?

,,დაზარალებული უჩივის ქალა რბილი საფარის ტკივილს. კეფის მიდამოში, ქვედა მესამედში, თმოვანი საფარველის ქვეშ აღენიშნება უსწორო, 3,5-3 სმ ზომის, გაფანტული ხასიათის, მუქი მოწითალო სისხლჩაქცევა". დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად'' - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.

რა მოხდა?

მამაკაცს ბრალი სამი მუხლით ჰქონდა წარდგენილი, ცემის, ოჯახში ძალადობისა და მუქარის მუხლებით.

პროკურორის განცხადებით, ჯერ იანვრის თვეში, მამაკაცმა შელაპარაკების გამო, არასრულწლოვან შვილს ხელი დაარტყა სახეში. აპრილის თვეში კვლავ შელაპარაკების გამო, ხელი დაარტყა თავში. ხოლო შემოდგომით, ჯერ ხელი მოქაჩა თმაზე, შემდეგ ხელი დაარტყა სახეში და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის აზრით, განსხვავებით იანვრისა და აპრილის ეპიზოდებისა, მამის მხრიდან ძალადობა ტკივილს მხოლოდ შემოდგომის ეპიზოდში გამოიწვევდა.

,,სასამართლოს მიაჩნია, რომ /შემოდგომით / ბრალდებულის მიერ ქალიშვილზე ფიზიკურმა ძალადობამ უდავოდ გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რაც დასტურდება არაერთი თვითმხილველი მოწმის ჩვენებით. ამასთან, დაზარალებული არათუ ძალადობის მომენტში, შემდეგაც - სამედიცინო შემოწმების დროს - უჩიოდა ტკივილს კეფის მიდამოში. მას დაზიანებაც დაუდგინდა სისხლჩაქცევის სახით; რაც შეეხება იანვარსა და აპრილში ძალადობას, ასევე - მუქარას არასრულწლოვანი ქალიშვილის მიმართ - ბრალდების ამ ეპიზოდებთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რაც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ბრალდების აღნიშნულ ნაწილში უნდა გამართლდეს.'' - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.


------

როგორც ვხედავთ, გორის სასამართლომ ხელის გარტყმა არ შეაფასა ისეთ ქმედებად, რამაც შეიძლება ფიზიკური ტკივილი გამოიწვიოს. 

მაშინ, როცა 2024 წლის 11 დეკემბერს, საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულად დაკავების, რამდენიმე საათის შემდეგ გათავისუფლების და გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში, სამმართველოს ჭიშკართან პოლიციის უფროსის მხრიდან შეურაცხყოფისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის საპასუხოდ სილის გაწვნის გამო ,,ბათუმელებისა'' და ,,ნეტგაზეთის'' მენეჯერს, მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა "იფიცება საქართველო", მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.