რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
კოვიდგადატანილმა მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის დროს კასპში იმკურნალეს, დავა მოიგეს
სამმა მოქალაქემ, რომლებმაც პანდემიის დროს, კასპის საავადმყოფოში იმკურნალეს, სახელმწიფოს დავა მოუგეს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო მათი მკურნალობის ხარჯებს აანაზღაურებს და თანხას კლინიკას გადაურიცხავს.

როგორც ირკვევა, აღნიშნული პაციენტები პანდემიის დროს, კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებმა მიიყვანეს.

სწრაფი ტესტით მათ კორონავირუსი დაუდგინდათ.

იმის გამო, რომ კლინიკას არ ჰქონდა კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მკურნალობის უფლება, მოითხოვეს მათი გადაყვანა სპეციალიზებულ კლინიკაში.

,,იმ პერიოდისთვის ყველა სპეციალიზებული კლინიკა გადავსებული იყო და არავინ იღებდა ჩვენს პაციენტებს. ამიტომ, იძულებული ვიყავით ჩვენთან ემკურნალათ'' - განაცხადა სასამართლო პროცესზე კასპის საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

სამივე პაციენტი გადარჩა. თუმცა, პრობლემა შეიქმნა მკურნალობის თანხის ანაზღაურებაზე.

თითო პაციენტი თითქმის ერთი კვირა მკურნალობდა საავადმყოფოში.

კასპის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა პაციენტები საკუთარ კლინიკაში დაეტოვებინათ და თავად ემკურნალათ. საავადმყოფოს ადმინისტრაციამ პაციენტები რეგისტრაციაში სხვა კოდებით გაატარა. როგორც საავადმყოფოს იურისტმა განმარტა, რაკი უფლება არ ჰქონდათ მიეღოთ, როგორც კორონავირუსით დაავადებული პაციენტები, იძულებული გახდნენ სამედიცინო ისტორიაში სხვა დაავადებები ჩაეწერათ:

,,ეს იყო იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც მაშინ არსებობდა. არც ერთმა კლინიკამ არ მიიღო ჩვენთან შემოსული პაციენტი. ყველა კლინიკა გადავსებული იყო, პაციენტები საჭიროებდნენ გადაუდებელ მკურნალობას.'' - აღნიშნა კასპის საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

როდესაც სახელმწიფოსგან თანხის ანაზღაურების დრო მოვიდა და ექიმებისთვის ხელფასები უნდა გაეცათ, ჯანდაცვის სამინისტრომ მკურნალობის სრულად ანაზღაურებაზე უარი განაცხადა. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს იმ კოდების საფუძველზე, რაც საავადმყოფომ მიუთითა.

ამ დაავადებებით კი მკურნალობა მხოლოდ გარკვეული, მცირე ნაწილი ფინანსდება. დანარჩენი თანხის ნაწილი მოქალაქეებს უნდა აენაზღაურებინათ.

კასპის საავადმყოფოს ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დავა დაეწყოთ არა მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა კოვიდგადატანილებს უნდა გადაეხადათ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ და უზენაესმა სასამართლომ დაადგინეს, რომ გორის სასამართლომ სწორად შეაფასა ვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდგადატანილი მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს.

გორის სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმე ეხებოდა განსაკუთრებულ შემთხვევას; რომ საფრთხის წინაშე იმყოფებოდა მოქალაქეთა ჯანმრთელობა; რომ კლინიკა სწორად მოიქცა, რომ მოქალაქეები არ მიატოვა განსაცდელში. ამიტომ, სრულად დააკმაყოფილა საავადმყოფოს სარჩელი თანხის ანაზღაურების ნაწილში.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გაასაჩივრა. დაჟინებით აცხადებდნენ, რომ სახელმწიფოს არ უნდა აენაზღაურებინა თანხა.

ფოტოარქივი: კარანტინის პერიოდი

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.