რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
კავთისხევის ცემენტის ქარხანა ცემენტის წარმოების გაორმაგებას აპირებს - გარშემო ორი ფერმაა
კასპიდან 3.5 კმ-ში მდებარე ცემენტის ქარხანა ,,ევროცემენტი'' ცემენტის წარმოების გაორმაგებას აპირებს. ამის შესახებ კომპანია მოლაპარაკებებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან აწარმოებს.

ბოლო დოკუმენტაცია საწარმომ დღეს 16 აპრილს წარადგინა. დოკუმენტაციის მიხედვით, ,,ევროცემენტი'' მზადაა დღეში 520 ტონა ცემენტი აწარმოოს.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა. დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში, მისი წარმადობა წელიწადში 168 000 ტონამდე გაიზრდება.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი, ზვიად ბაღდავაძე წერილში აღნიშნავს, წარმადობის გაზრდას 2019 წლიდან აპირებდა, თუმცა პანდემიის გამო, ვერ მოახერხა:

,,სამომხმარებნლო ბაზარზე ცემენტის მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დაგეგმილი იქნა ცემენტის წარმადობის გაზრდა არსებული ცემენტის საფქვავი წისქვილის ჩრდილოეთით ცემენტის წარმოების ახალი საწარმოო ხაზის, კერძოდ, ჩინური წარმოების სეპარატორიანი წისქვილის ექსპლუატაციაში მიღების გზით, მაგრამ 2019 წელს, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კომუნიკაციის შეუძლებლობის გამო, ჩინურ მხარესთან მოლაპარაკებების წარმოება ვერ შედგა, ხოლო პანდემიის შემდგომ ეტაპზე ჩვენს კომპანიაზე პანდემიით მიყენებული ფინანსური ზიანის გამო, აღნიშნული გეგმის განხორციელება გაურკვეველი დროით გადაიდო, ამიტომ მიმდინარე ეტაპზე დაგეგმილია მოხდეს წარმადობის გაზრდა ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გამოყენებით.'' - აღნიშნულია ბაღდავაძის წერილში.

როგორც რუკაზეც ჩანს, საწარმოდან ძალიან ახლოს ორი მეცხოველეობის ფერმაა.



კერძოდ, ნაკვეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფუნქციონირებს მეცხოველეობის ფერმა შპს ,,ახალი ფერმა". მანძილი საკადასტრო საზღვრებს შორის შეადგენს 240 მეტრს.

ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთით განთავსებულია შპს ,,ფემილ ფარმ", ასევე მეცხოველეობის ფერმა. საკადასტრო საზღვრებს შორის მანძილი ტოლია 450 მეტრის.

ორივე ფერმის საკონტროლო პაკეტს რუსეთის მოქალაქე ფლობს.

ბაღდავაძე ირწმუნება, რომ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას არ გადააჭარბებს:

,,წარმოდგენილი გათვლების შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ წარმოების პროცესში ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია უახლოეს მესაქონლეობის ფერმის საკადასტრო საზღვართან არ გადააჭარბებს მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციას.'' - აღნიშნავს იგი.

ტერიტორიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ფუნქციონირებს სამშენებლო ინერტული მასალების გადამამუშავებელი საწარმო, შპს ,,ვიქტორია"(67.08.40.023), საკადასტრო საზღვრებს შორის მანძილი შეადგენს 170 მეტრს,
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი
და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ
ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.