რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
ფინანსური განათლება ადრეული ასაკიდან
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე  უკვე 8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება, ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას”- გვიხსნის ნინო ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული  შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა, მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას საკვებისთვის, საკანცელარიო  ნივთებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ. ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას”-გვიზიარებს ნინო ლომიძე

ნინო ამბობს, რომ ბისზნესის მართვის სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფონზე, თუმცა მასწავლებლობა  მისთვის  ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად, ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის მიღების სურვილი.

ფორმალურ ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების როლი მოსწავლის ცხოვრებაში, იმ უნარების განსავითარებლად,რაც მათ რეალურ ცხოვრებაში სჭირდებათ. პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიებს.”-ამბობს ნინო ლომიძე.

ნინო, თავის ცოდნასა და გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებ, რადგან თვილის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკოლებში ახალგაზრდებს,მასწავლებლებსა და სიფლის მოსახლეობას ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ უპირობო სიყვარულის,სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”- ამბობს ნინო ლომიძე

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია,
ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.

13:11 / 04.07.2025
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,უნივერსალ ბიზნესშოპმა"" თიღვის გამგეობას
15:38 / 02.07.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.