რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ხელთუბანში დაკავებულ მამა-შვილს ბრალი დაუმძიმეს
გორის სასამართლომ ხელთუბანში დაკავებულ 5 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

როგორც პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა განაცხადა, ორ დაკავებულს ბრალი პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის მუხლით წაუყენეს. 15 წლის მოზარდი სწორედ ამ მუხლითაა დაკავებული.

რაც შეეხება დანარჩენ 3 პირს, პროკურატურა მათ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით ედავება

ადვოკატის განცხადებით: ,,დაპირისპირება მოყვა იმას, რომ ბავშვი იყო არასრულწლოვანი, მართვის მოწმობის გარეშე, საჭესთან. მამამ აღნიშნა, რომ მივიდა პოლიციელი აგრესიული ტონით, ეს იყო და ეს. დაიწყო აქედან. რასაც მოჰყვა შელაპარაკება. დანარჩენი სამნი იდგნენ მოშორებით, დაახლოებით 30-40 მეტრში. არანაირი აგრესია არ ყოფილა მათი მხრიდან. ახლა ვითხოვდით გირაოს გამოყენებას, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა. საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებია. საიდან გაჩნდა ცული ან დანები, ამაზე არ გვიმსჯელია'' - განაცხადა ადვოკატმა მიროტაძემ, რომელიც 5-ვე ბრალდებულის ინტერესებს იცავს.

პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი ამტკიცებს, რომ მოქალაქეები პოლიციელებს ცულით და დანებით დაესხნენ თავს.

,,ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცულის გამოყენებით სცადა პოლიციელის სიცოცხლის მოსპობა, რა დროსაც გამოყენებულ იქნა გამაფრთხილებელი გასროლა. ამის შემდეგ, დამატებითი ეკიპაჟის წევრების გამოძახება გახდა საჭირო. წინაღმდეგობა იყო აქტიური, აგრესიული. სწორედ დამატებით მისულ პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობა განხორციელდა'' - განაცხადა პროკურორმა.

ხელთუბანში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ წლისთავზე ნათესავები იყვნენ შეკრებილნი. ნასვამმა მამამ 15 წლის მოზარდს სახლამდე მანქანით მიყვანა სთხოვა. სწორედ ამ დროს მათთან მივიდა პოლიციელი, რომელიც, ადგილობრივების ცნობით, აგრესიულობით გამოირჩეოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
პედაგოგმა ირმა ამბარდიშვილმა გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლა დატოვა
პედაგოგმა ირმა ამბარდიშვილმა გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლა დატოვა
15:34 / 26.11.2025
ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო
მატჩებს გორში ატარებს. უეფას მოთხოვნით, სტადიონი ევროპულ
სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით, მუნიციპალური
განვითარების ფონდმა (მგფ) პროექტის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა.
ბელარუსის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებს გორში ატარებს. უეფას მოთხოვნით, სტადიონი ევროპულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა (მგფ) პროექტის შესადგენად ტენდერი გამოაცხადა.
15:23 / 26.11.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.