რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
მინისტრმა გორში ის საკალმახე დაათვალიერა, რომელიც გასულ წელს დააჯარიმეს
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დავით
სონღულაშვილი გორში, კარალეთში მდებარე საკალმახე მეურნეობას – „დს
ფიშ გრუპს“– ეწვია, რომელიც 2024 წლის თებერვალში გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტმა დააჯარიმა.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საწარმო სკრინინგის შეფასების გარეშე ფუნქციონირებდა და დაჯარიმდა 7 000–დან 10 000 ლარამდე ოდენობით.
კომპანიის მტკიცებით, მათ ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში მიმართეს შესაბამის სააგენტოს, უნდა გაევლოთ თუ არა სკრინინგის პროცედურა, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს. მიუხედავად ამისა, 2 თვეში დააჯარიმეს.
საწარმომ 2024 წლის ზაფხულში მოამზადა სკრინინგის შეფასების დოკუმენტი, სადაც განმარტებულია, რომ 2023 წელს წარმოების მასშტაბი გაიზარდა, რაც უკვე სავალდებულოს ხდიდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და სამინისტროს თანხმობას.
დოკუმენტში მითითებულია, რომ მსგავსი საქმიანობა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საფუძველზე რეგულირდება. კოდექსი 2018 წლიდან მოქმედებს და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად არის მიღებული.
,, პს „დს ფიშ გრუპი“ აწარმოებს თევზის პროდუქციას არასრულ- სისტემიანი მეთოდით, კერძოდ: თევზსაშენ მეურნეობაში არ ხორციელდება თევზის ქვირითობა ან/და ლიფსიტის გამოჩეკვა. კომპანია 150-300 გრამიან ლიფსიტებს ყიდულობს შესაბამისი მომწოდებლებისგან (ადგილობრივ ბაზარზე) და უზრუნველყოფს მათ გამოზრდას 4 -7 კილოგრამამდე. თევზების საკვებად ძირითადად გამოიყენება ხელოვნური საკვები („ Coppens“–ნიდერლანდები; „Aller aqua“–პოლონეთი). ობიექტზე ქიმიური და ვეტერინარული საშუალებები არ გამოიყენება.'' - ვკითხულობთ საწარმოს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

ამავე კატეგორიაში

საუბარია ზეღდულეთის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და გორის №10 საბავშვო ბაღებზე.

სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა.

"წყლის პირას ნაკვეთი მაქვს და იმას ვუვლი. ნაკვეთი ცოტა მოშორებით,

„სჯობდა ზურგში დანა ჩაერტყათ, ვიდრე ეს გაეკეთებინათ“

"ბავშვი დაიბლოკა იმიტომ, რომ ჩემი შვილია; იმიტომ, რომ ცხოველები
უყვარს;
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები