რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
ლიახვის კალაპოტის შეცვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გორში, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობისას ლიახვის მიმართულების შეცვლის შედეგად გამოწვეულ გარემოსდაცვით ზიანთან დაკავშირებით, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების მიხედვით ირკვევა, რომ საგამოძიებო ორგანოებს მასალები დარღვევის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გადაგხავნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პროექტის დამფინანსებელი, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, კანონმდებლობით და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ბერკეტებს გამოიყენებს

,,დეპარტამენტი უზრუნველყოფს კონტრაქტორი კომპანიის საქმიანობის მონიტორინგს და სამუშაოები პროექტით განსაზღვრული ტექნიკური სტანდარტების სრული დაცვით გაგრძელდება

,,ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ქალაქ გორში, დასასვენებელი პარკის მიმდებარედ, მდინარე ლიახვზე ნაპირსამაგრ სამუშაოებს კერძო კონტრაქტორი კომპანია (შპს „იმერმშენი“) ასრულებს. პროექტის შესაბამისად, სამუშაოები ითვალისწინებს 458.36 მ. მონოლითური რკინა-ბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობას და 260 მ. არსებული ნაპირსამაგრი კედლის ხიმინჯებით გამაგრებას

,,სამუშაოების არეალში შესაძლო სამართალდარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა 2025 წლის 10 ნოემბერს დააფიქსირეს. დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოების პროცესში მოხდა მდინარე ლიახვის მიმართულების შეცვლა, რის შედეგადაც დაფიქსირდა მდინარის აქტიური კალაპოტის დროებითი დაშრეტა და მასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ზიანი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში შემდგომი რეაგირებისთვის"

,,საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანამშრომლობს ზედამხედველობის სამსახურებთან, გარემოებების სრულად გარკვევისა და პროექტის ტექნიკური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად" - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.