რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მეუღლის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ბრალდებულს 150 საათიანი იძულებითი შრომა მიუსაჯეს
ქალის თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულ მამაკაცს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და ოჯახში ძალადობის მუხლით მიესაჯა 150 საათი იძულებითი შრომა.

გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. გორის პროკურატურის პროკურორმა, ანა ცაგურიამ, სააპელაციო გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

უზენაესი სასამართლოს შეფასებით, პროკურორმა ვერ წარმოადგინა სამართლებრივი არგუმენტები, ვერ შესთავაზა ფაქტობრივი გარემოებების კრიტიკული ანალიზი მოსამართლეებს. ასევე, ვერც ის დაასაბუთა, კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების საფუძველზე უნდა მიეცა ბრალდებული უფრო მძიმე მუხლით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში. შესაბამისად, ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

პროკურორმა ანა ცაგურიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მეუღლეებს შორის კონფლიქტები ხშირი იყო — ქმარი მეუღლეს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და გენდერული მოტივით ამცირებდა.

პროკურატურის მტკიცებით, კონფლიქტის დროს, ქალმა სახლიდან წასვლა სცადა, თუმცა მამაკაცმა ძალით დატოვა სახლში, მკლავში ჩასჭიდა ხელი და კედელს მიანარცხა. ამის შემდეგ ქალი მეოთხე სართულიდან გადახტა, დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, გადარჩა. ანა ცაგურია თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის მუხლის გამოყენებას ითხოვდა.

ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ მამაკაცი უდანაშაულოა, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლო დაეთანხმა. ბრალდებულმა წინასწარ პატიმრობაში 6 თვე გაატარა. ადვოკატმა მომდევნო ინსტანციებში მისი უდანაშაულობის დამტკიცება ვეღარ შეძლო. საბოლოოდ, 150 საათი იძულებითო შრომა მიუსაჯეს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.