რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის საკრებულოს წევრის - ვასილ ოსიშვილის მარკეტში ღვინო ეტიკეტირების წესის დაცვის გარეშე იყიდებოდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გორში, წმინდაწყლის უბნის მაჟორიტარი დეპუტატის, გორის საკრებულოს წევრის - ვასილ ოსიშვილის მარკეტში ღვინო ეტიკეტირების წესის დაცვის გარეშე იყიდებოდა.

ამის შესახებ სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის მონიტორინგის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

ოქმის მიხედვით ირკვევა, რომ ,,გორული მწვანეში'' გოგირდის დიოქსიდის მასურმა მაჩვენებელმა ნორმას გადააჭარბა და შეადგინა 11 მგ/ლ. (2025 წლის 03 ივლისის №4843 გამოცდის ოქმი).

სააგენტომ მეპატრონეს განუმარტა, რომ ალერგიის გამომწვევი და მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებების გადაჭარბებული რაოდენობა ეტიკეტზე უნდა იყოს აღნიშნული, შესაბამისად, საკრებულოს წევრს მარკეტ ,,ბეღელიდან" ღვინის ამოღება დაევალა, ხოლო ეტიკეტირების წესების დაცვამდე მისი, კონკრეტულად ,,გორული მწვანის" რეალიზაცია აეკრძალა.

კომპანია ..ბეღელის'' ცნობით, ამ ეტაპზე კომპანია ღვინის წარმოებას აღარ ახორციელებს. აღნიშნული წარმოება ატარებდა საცდელ ხასიათს და კომპანიისთვის პრიორიტეტული სხვა ბიზნესმიმართულებებია.

,,გვსურს განვმარტოთ, რომ კომპანიამ ღვინის წარმოება მართლაც დაიწყო 2025 წელს და სრულად გაიარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო ეტაპი, მათ შორის პროდუქციის ლაბორატორიული შემოწმება სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში. აღნიშნულის შემდეგ, პროდუქციის შეზღუდული რაოდენობა განთავსდა კომპანიის სავაჭრო ობიექტში.

ღვინის ეტიკეტირების პროცესში დაფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი — გამორჩენილი იყო ერთ-ერთი კომპონენტის მითითება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა არასრულყოფილი ეტიკეტით ბაზარზე განთავსებული პროდუქციის ამოღება, რაც კომპანიის მხრიდან დაუყოვნებლივ და სრულად შესრულდა'' - წერია ბეღელის განცხადებაში.

სეს-ის ანგარიშის მიხედვით, კომპანია ,,ბეღელი", რომლის 34%-ს, საჯარო რეესტრის მიხედვით, დეპუტატი ვასილ ოსიშვილი ფლობს, ,,გორულ მწვანეს" ამზადებს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში

14 ივნისის ჩათვლით სელფი ახალ მომხმარებლებს უფასო 1 კვირიან ულიმიტო
სერვისებს სთავაზობს
14 ივნისის ჩათვლით სელფი ახალ მომხმარებლებს უფასო 1 კვირიან ულიმიტო სერვისებს სთავაზობს
14:21 / 02.06.2026
მოქალაქეთა ნაწილი დასახმარებლად გორის მერიას
მიმართავს.
მოქალაქეთა ნაწილი დასახმარებლად გორის მერიას მიმართავს.
13:37 / 02.06.2026
გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს,
ლაშა ტყეშელაძის ნაცვლად, საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს, ლაშა ტყეშელაძის ნაცვლად, საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
21:16 / 31.05.2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯაშუშობის
ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.
14:31 / 30.05.2026
სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
11:28 / 30.05.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.