რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

უწყებაში გამართულ ბრფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, ბრალდებული ჟურნალისტურ, ექსპერტულ და სხვა პროფესიულ წრეებში არსებული პირადი კონტაქტების მეშვეობით სისტემურად ახორციელებდა უცხო ქვეყნისთვის სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციის მოპოვებასა და გადაცემას.

„დაკავებულს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან გააჩნდა მაღალ დონეზე ორგანიზებული, კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები. შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული, ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით.

ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაშიფვრის სხვადასხვა მეთოდით.

გადაცემული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაცია მოიცავდა საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესების, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებული ვითარების შესახებ სპეცსამსახურებისთვის საინტერესო მონაცემებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, რომ დაკავებული, ონლაინ პლატფორმის საფარით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას. ასევე ახორციელებდა სპეცსამსახურებისგან მიღებული თანხების განაწილებას სადაზვერვო ქსელის წევრებს შორის, აძლევდა მათ შესაბამის დავალებებს და აკონტროლებდა შესრულების პროცესს.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენლის დავალებითა და დაფინანსებით, დაკავებული პირი პერიოდულად გადაადგილდებოდა სხვა ქვეყნებშიც და იქ არსებული კავშირების მეშვეობით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დაინტერესების შესაბამისად, მოიპოვებდა სადაზვერვო ხასიათის ინფორმაციას“, - განაცხადეს სუსში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით მიმდინარეობს.' - აღნიშნულია განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს,
ლაშა ტყეშელაძის ნაცვლად, საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
გორში პოლიციელების მიერ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილის ინტერესებს, ლაშა ტყეშელაძის ნაცვლად, საქართველოს ბანკის იურისტი დაიცავს.
21:16 / 31.05.2026
სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
სუსის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
11:28 / 30.05.2026
როდის მიიღო დაზიანება პოლიციელმა ვლადიმერ გოდერძიშვილმა, ჯერ
არც პროკურორმა და არც მისმა ადვოკატმა იციან.
როდის მიიღო დაზიანება პოლიციელმა ვლადიმერ გოდერძიშვილმა, ჯერ არც პროკურორმა და არც მისმა ადვოკატმა იციან.
21:54 / 29.05.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში აღმაშენებლის ქუჩაზე
ქსელური მატკეტების წინ ჩასარიცხი აპარატი გატეხეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში აღმაშენებლის ქუჩაზე ქსელური მატკეტების წინ ჩასარიცხი აპარატი გატეხეს.
21:23 / 29.05.2026
გორის მომსახურების სააგენტოს ეზოში სატვირთო ავტომანქანის
მძღოლი ღობეს შეეჯახა.
გორის მომსახურების სააგენტოს ეზოში სატვირთო ავტომანქანის მძღოლი ღობეს შეეჯახა.
19:40 / 29.05.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.