რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ბილტმორის" 8 მილიონიანი ხელშეკრულება
კომპანია „ბილტმორი“ 8-მილიონიანი ტენდერის გამარჯვებულად
გამოცხადდა. 15 ივნისს კომპანიის ხელმძღვანელი საგზაო
დეპარტამენტში ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვიეს.
საგზაო დეპარტამენტის კომისიის ცნობით, კომპანიის მთელ
ქონებაზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა. შემოსავლების
სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას დარიცხული
აქვს თანხა 717 000 ლარის ოდენობით, რომელიც ამ ეტაპზე არაღიარებულ
ვალს წარმოადგენს.
მიუხედავად ამისა, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,
აღნიშნული გარემოება კომპანიის დისკვალიფიკაციის საფუძველი არ გახდა.
ტენდერი ვარიანი–ბრეთი–ქარელის დამაკავშირებელი გზის 12-კილომეტრიანი
მონაკვეთის რეაბილიტაციას ეხება.
ჯერ უცნობია, როგორ შეძლებს „ბილტმორი“ სამუშაოების
შესრულებას. კომპანიის ხელმძღვანელი შალვა ოვაკიმიანი გასულ თვეს
ხაშურის პოლიციის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ მისი საქმიანობა
ხაშურის სოფელ ოსიაურში მდებარე ქვიშა-ხრეშის კარიერზე იყო
დამოკიდებული.
კარიერი კი კილაბერიძეების საკუთრებაა. სასამართლოს
განჩინების საფუძველზე „ბილტმორს“ მასალის გატანა
აუკრძალეს.
მიუხედავად აკრძალვისა, კილაბერიძეების ადვოკატის მიერ
გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ კარიერიდან ქვიშა-ხრეშის გატანა
მაინც მიმდინარეობდა.
დაპირისპირება საბოლოოდ მკვლელობით დასრულდა. 14 ივნისს
მოკლეს „ბილტმორის“ ორი წარმომადგენელი: მენეჯერი და
თანამშრომელი.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულები არიან
კილაბერიძეები. მათი ადვოკატი ირინა ფერაძე აცხადებს, რომ კლიენტების
ინტერესების დაცვას გააგრძელებს. მისივე თქმით, ამ ბრძოლის გამო,
რომელიც ქონების დაცვისკენაა მიმართული, საფრთხე ელის.
ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ... ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება."
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები