რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ნალექის შედეგად გორში მოქალაქეს მანქანა დაეტბორა
გორში, კომბინატის დასახლებაში, ჭონქაძის ქუჩა N2-ში,
ძლიერი წვიმის შედეგად მოქალაქე ა.გ-ის ავტომანქანა წყლით
დაიტბორა.
დაზარალებული აცხადებს, რომ წარსულში აღნიშნულ ქუჩაზე
ძლიერი ნალექის დროს მოქალაქრებს მხოლოდ ფეხი უსველდებოდათ, თუმცა
ბოლო შემთხვევის დროს მანქანა მთლიანად წყლით გაივსო, რამაც
მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია.
დაზარალებულმა დახმარებისთვის 112-ს მიმართა. მისი თქმით,
ადგილზე გამოცხადდნენ სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის
წარმომადგენლები. მოგვიანებით ინფორმაცია მერიის შესაბამის
სამსახურებსაც გადაეცათ და ადგილზე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც
მივიდნენ.
მოქალაქის განცხადებით, მიუხედავად ადგილზე მისული
უწყებების წარმომადგენლებისა, პრობლემის მოგვარების კონკრეტული გეგმა
არ შეუთავაზებიათ. მისივე თქმით, მიიღეს მხოლოდ რეკომენდაციები, რომ
ავტომობილის შესაკეთებლად ან ხელოსნებისთვის მიემართა, ან დაეზღვია
ავტომობილი ან მომავალში მანქანა უფრო მაღალ ადგილზე
გაეჩერებინა.
„ადრე მხოლოდ ფეხები გვესველებოდა წვიმის დროს, ახლა კი
ავტომობილი მთლიანად წყლით გაივსო. ამ პრობლემაზე წლებია ვსაუბრობთ,
თუმცა რეალური შედეგი არ ჩანს. საბოლოოდ მოქალაქეს ეუბნებიან, რომ
საკუთარი ძალებით მოაგვაროს ყველაფერი“, – აცხადებს
დაზარალებული.
მისი თქმით, დატბორვის შედეგად ავტომობილს სერიოზული ზიანი
მიადგა, რაც სავარაუდოდ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. როგორც
მოქალაქე აღნიშნავს, ავტომანქანა გაყიდვაზე ჰყავდა გამოტანილი და
მომხდარი ფაქტის გამო მისი რეალიზაციაც გართულდება.
მოქალაქე შესაბამისი უწყებებისგან განმარტებას ითხოვს, ვინ
არის პასუხისმგებელი კომბინატის დასახლებაში არსებული სანიაღვრე და
ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე და რა ნაბიჯები გადაიდგმება
იმისთვის, რომ ძლიერი წვიმის დროს მსგავსი შემთხვევები მომავალში აღარ
განმეორდეს.
ამავე კატეგორიაში
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობესაანთუბანში ყოფილ რიტუალების
სახლში 350 000 ლარად სპორტდარბაზის მოწყობა იგეგმება. სპორტული
სივრცეები რუისსა და დვანშიც მოეწყობა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბრეძასა და ზემო ხვედურეთში
ადმინისტრაციული შენობებისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაციისთვის ჯამში
450 000 ლარი გამოიყოფა.
2026 წლის 9 თვის მონაცემებით, გორის მერიამ ინფრასტრუქტურისთვის
გათვალისწინებული ბიუჯეტიდან 10.8 მილიონ ლარზე მეტი ვერ აითვისა, რაც
გეგმის 31%-ია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 ნოემბრამდე საქართველოში
ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, შიდა ქართლის ტერიტორიაზე კი
განსაკუთრებით ძლიერი ნალექი 8 ნოემბერსაა მოსალოდნელი.
2026 წლის III კვარტლის მონაცემებით, გორის ბიუჯეტში ჯარიმებიდან 8.6
მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც დაახლოებით 88% საგზაო მოძრაობისა
და ტრანსპორტის სფეროში გამოვლენილ დარღვევებს უკავშირდება.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები