რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის მერიის აშენებული ჩოგბურთის კორტი არასტანდარტული აღმოჩნდა
გორის მერიის მიერ თითქმის 2 მილიონ ლარად აშენებულ
ჩოგბურთის კორტზე დღემდე არავის უშვებენ. ოფიციალური მიზეზი საჯაროდ
არ სახელდება, თუმცა „ქართლის ამბებმა“ გაარკვია, რომ მოედანი
პროფესიონალური ტურნირების ჩასატარებლად დადგენილ სტანდარტებს ვერ
აკმაყოფილებს.
„გორი ინნის“ მიმდებარედ მოწყობილი ჩოგბურთის კორტი გორის
მერმა, კონსტანტინე ბუზალაძემ, 2025 წლის შემოდგომაზე გახსნა, თუმცა
გახსნის შემდეგ მოედანი პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს და მასზე
მოთამაშეებს არ უშვებენ.
როგორც ირკვევა, პრობლემა კორტის განლაგებაშია. ჩოგბურთის
კორტების მოწყობისთვის არსებობს როგორც საერთაშორისო რეკომენდაციები,
ისე სპორტული ინფრასტრუქტურის სტანდარტები. საერთაშორისო ჩოგბურთის
ფედერაციის (ITF) რეკომენდაციით, ღია კორტის გრძელი ღერძი
ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით უნდა იყოს ორიენტირებული, რათა
დილისა და საღამოს საათებში მზის სხივებმა მოთამაშეებს ხელი არ
შეუშალოს.
„გორი ინნის“ მიმდებარედ აშენებული კორტი კი
აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით არის განლაგებული, რის გამოც მზის
სხივები პირდაპირ ხვდება მოთამაშეთა ხედვის არეს.
კორტების მშენებლობა 2024 წელს დაიწყო. სამუშაოები
კომპანია „რედიქს გრუპმა“ შეასრულა, ხოლო პროექტის ღირებულებამ 1.97
მილიონი ლარი შეადგინა.
„რედიქს გრუპის“ ხელმძღვანელმა „ქართლის ამბებს“
განუცხადა, რომ კომპანიამ სამუშაოები სატენდერო დოკუმენტაციის
შესაბამისად შეასრულა.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ისე, როგორც პროექტითა და
ტენდერის პირობებით იყო გათვალისწინებული. ამ საკითხზე კომპანიასთან
პრეტენზია არავის გამოუთქვამს“, – განაცხადა კომპანიის
წარმომადგენელმა.
„ქართლის ამბების“ ინფორმაციით, კორტების პროექტი 2021
წელს კომპანია „ქართულმა საპროექტო ჯგუფმა“ მოამზადა. კომპანიის
ხელმძღვანელმა კორტის განლაგებასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის
გაცემისგან თავი შეიკავა.
„ისეთ რაღაცას მეკითხებით, რაშიც კომპეტენტური არ ვარ. ვერ
გეტყვით სად უნდა იყვნენ განლაგებულნი მოთამაშეები, არ ვარ ამ
საკითხში კომპეტენტური“, – განაცხადა გორის ჩოგბურთის მოედნის
პროექტის ავტორმა.
ამავე კატეგორიაში
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ავარიული სკოლის შენობა 3 წელია
ხელუხლებელია. მოსწავლეები სწავლას ხცისის საჯარო სკოლაში
განაგრძობენ, ადგილობრივები კი პასუხს ელოდებიან.
პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქმე ეხება
მის მიერ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთის ომის შესახებ,
რასაც უწყება საბოტაჟად მიიჩნევს.
ახალბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ნაკადების კონტროლისთვის 360
000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. 252 კამერის მონტაჟი ახალ
წლამდე უნდა დასრულდეს.
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ
დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან
გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო
რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების
სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები