რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
იოსებ მაკრახიძე ახალი დანადგარის ამუშავებას ერთი წელია ითხოვს
გორის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიას ახალი დანადგარის ამუშავების უფლებას ამ ეტაპზე არ აძლევენ. საქმე ეხება შპს „იბოლიას“ – ერთ-ერთ უმსხვილეს საგზაო-სამშენებლო კომპანიას, რომელიც წლების განმავლობაში სახელმწიფო ტენდერების ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი იყო.

კომპანიამ გორის ასფალტის ქარხანაში ახალი სამსხვრევ-დამახარისხებელი დანადგარი დაამონტაჟა და წარმოების გაფართოებას გეგმავს, თუმცა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა.

2026 წლის 23 ივნისს სააგენტომ „იბოლიას“ 17-პუნქტიანი შენიშვნების სია წარუდგინა. კომპანიას ორი თვის ვადა აქვს იმისთვის, რომ ყველა მოთხოვნა შეასრულოს, დოკუმენტაცია შეასწოროს და სააგენტოში ხელახლა წარადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი დანადგარის ამუშავებასა და საწარმოს გაფართოებაზე ნებართვას ვერ მიიღებს.

რას ითხოვს გარემოს ეროვნული სააგენტო?

სააგენტოს შეფასებით, ახალი დანადგარის ექსპლუატაციის პირობები გარემოსდაცვით მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს.

პირველი შენიშვნა საწარმოს ინფრასტრუქტურას ეხება. სააგენტოს ინფორმაციით, ქარხნის რამდენიმე ნაგებობა 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაშია მოქცეული. ასეთ ტერიტორიაზე ნებისმიერი სამშენებლო ან სარეკონსტრუქციო სამუშაო მხოლოდ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წერილობითი თანხმობით შეიძლება განხორციელდეს, თუმცა ეს დოკუმენტი კომპანიას წარმოდგენილი არ აქვს.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი მიწის საკუთრებას და მერიის თანხმობას უკავშირდება. სააგენტოს მიხედვით, საწარმოს რამდენიმე ობიექტი – მათ შორის ლამის სალექარი, ავტოსარემონტო ბოქსი, საწყობი, ინერტული მასალის გროვები და ასფალტის ქარხნის ნაწილი – გორის მერიის საკუთრებაში არსებულ მიწაზე მდებარეობს, თუმცა კომპანიას არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელიც ამ ტერიტორიის გამოყენების უფლებას ადასტურებს.

შენიშვნების დიდი ნაწილი ჰაერის დაბინძურებას ეხება. სააგენტო წერს, რომ კომპანიას სრულყოფილად არ აქვს შეფასებული ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედება. არ არის აღწერილი მტვრისა და სხვა მავნე ნივთიერებების გაფრქვევის ყველა წყარო, მათ შორის მინერალური ფხვნილის სილოსი, არ არის სწორად შესრულებული გაფრქვევების გაანგარიშება და წარმოდგენილი პროექტი არ შეესაბამება მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტს.

გარდა ამისა, სააგენტო მიუთითებს, რომ კომპანიას საერთოდ არ შეუფასებია ე.წ. კუმულაციური ზემოქმედება – ანუ რა გავლენას მოახდენს „იბოლიას“ საწარმო სხვა ახლომდებარე საწარმოებთან ერთად. მაგალითად, დოკუმენტში არ არის სათანადოდ განხილული დაახლოებით 60 მეტრში მდებარე სხვა ასფალტის საწარმოს საქმიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოსდაცვითი შეფასების აუცილებელი ნაწილია.

სააგენტოს არ აკმაყოფილებს არც წყლისა და ნარჩენების მართვის სქემა. კომპანიის დოკუმენტებში წერია, რომ საწარმოო წყლები სალექარებში იწმინდება, თუმცა გენერალურ გეგმაზე მხოლოდ ერთი სალექარია ნაჩვენები. გაურკვეველია, როგორ იმუშავებს ეს სისტემა, სად ჩაედინება გაწმენდილი წყალი, როგორ მოხდება ლამისა და სხვა ნარჩენების მართვა. ასევე, კომპანიას უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული სანიაღვრე წყლების გამწმენდი სისტემის შესახებ.

კითხვები აქვს სააგენტოს საწარმოს ტერიტორიაზე არსებული საწვავის ინფრასტრუქტურის მიმართაც. დოკუმენტაციაში არ არის განმარტებული, როგორ იმუშავებს საწვავის საცავი, რა დატვირთვით იმუშავებს ის და როგორ მოხდება ამ ტერიტორიაზე წარმოქმნილი წყლების მართვა. ასევე დაზუსტებას საჭიროებს ბიტუმის ავზების გარშემო დაგეგმილი დამცავი ბუნკერების ტექნიკური პარამეტრები.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენიშვნა საწარმოს წარმადობას ეხება. სააგენტომ აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა დოკუმენტში სხვადასხვა მონაცემებია მითითებული.

ერთ ადგილას წერია, რომ საწარმო წელიწადში დაახლოებით 34 ათას ტონა ასფალტს გამოუშვებს, მეორე დოკუმენტში – თითქმის 125 ათას ტონას, ხოლო მესამე შემთხვევაში – 168 ათას ტონას. სააგენტო ითხოვს, კომპანიამ განმარტოს, რეალურად რა მოცულობის წარმოებას გეგმავს როგორც არსებული, ისე ახალი დანადგარის ამოქმედების შემდეგ.

დოკუმენტებში ურთიერთგამომრიცხავია ინფორმაცია უახლოესი საცხოვრებელი სახლების დაშორების შესახებაც. ერთ ნაწილში წერია, რომ მოსახლეობა საწარმოდან 950 მეტრში ცხოვრობს, ხოლო სხვა ნაწილში მონიტორინგის წერტილები 150 და 250 მეტრზეა მითითებული. სააგენტო კომპანიას ამ მონაცემების დაზუსტებასაც ავალდებულებს.

ცალკე შენიშვნები ეხება ახალი სამსხვრევი დანადგარის მუშაობისას მტვრის შემცირების ღონისძიებებს. სააგენტო ითხოვს დეტალურ ინფორმაციას, როგორ მოხდება წყლის დანამვა სხვადასხვა ტექნოლოგიურ ეტაპზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია, რა სისტემით მოხდება მტვრის შეკავება. ასევე კომპანიამ უნდა აჩვენოს, როგორ დაიცავს ღია სივრცეში დასაწყობებულ ინერტულ მასალას ქარისგან, რათა მტვერი გარემოში ნაკლებად გავრცელდეს.

სანამ „იბოლია“ ყველა ამ მოთხოვნას არ შეასრულებს და დაზუსტებულ დოკუმენტაციას სააგენტოში არ წარადგენს, ადმინისტრაციული წარმოება შეჩერებული იქნება, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტო ახალი დანადგარის ამოქმედებისა და საწარმოს გაფართოების შესახებ დადებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი
სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და
მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ირაკლი კობახიძეს განათლების რეფორმა მოუწონა და მთავრობის გადადგმული ნაბიჯები ილიას გზას შეადარა.
14:50 / 27.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი
კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს
დახარჯავს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი კონცერტების ორგანიზებისთვის ბიუჯეტიდან 46 607 ლარს დახარჯავს.
21:16 / 26.06.2026
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან
ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
ირკვევა, რომ გორის მერიის მიერ გაქირავებული ქონებიდან ერთ-ერთი კერძო პირი 4-მაგ მოგებას ნახულობს, ვიდრე ბიუჯეტი.
16:43 / 26.06.2026
გორის ,,ახალბაღის'' ჩოგბურთის კორტი, რომელიც საერთაშორისო
სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, გორში სამი მერის პერიოდში შენდებოდა.
ჯამში დახარჯულია 2 მლნ ლარი.
გორის ,,ახალბაღის'' ჩოგბურთის კორტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, გორში სამი მერის პერიოდში შენდებოდა. ჯამში დახარჯულია 2 მლნ ლარი.
15:46 / 26.06.2026
ძამის ხეობაში, ზღუდრის ეკლესიის დანგრევაზე ყინწვისის
მონასტრის წინამძღვარი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
დასანგრევი იყო.
ძამის ხეობაში, ზღუდრის ეკლესიის დანგრევაზე ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი აცხადებს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დასანგრევი იყო.
14:00 / 26.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.