რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ტაქსების ,,მონოპოლია" ქარელის ცენტრალურ ქუჩაზე
ქარელის ცენტრალური ქუჩა ტაქსებს უკავიათ. როგორც მოქალაქეები იტყობინებიან, იმ შემთხვევაში, თუ სხვა ვინმემ მოასწრო მანქანის დაყენება, უსიამოვნება შეხვდებათ.

ადგილობრივები საპარკინგე ადგილების მოწყობას და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ. ბოლო დროს მოქალაქეები ჩივიან, რომ დაიწყო მასობრივი დაჯარიმებები.

მ.ჩ. - „ტაქსოპარკი მაინც სადგურის ტერიტორიაზე გადაიტანონ. ტყუილად ხომ არ გააკეთეს? ქუჩაც განიტვირთება და გამოძახებით მომუშავე ტაქსებიც იქიდანვე შეძლებენ მომსახურებას. დღეს კი მთელი ქუჩა ტაქსებს აქვთ დაკავებული.“

ნ. გ. „საპარკინგე ადგილებზე ტაქსებს მონოპოლია აქვთ. აბა, სცადეთ და მანქანა გააჩერეთ — შეიძლება ამის გამო უსიამოვნებაც შეგხვდეთ.“

ბ. წ: „თავს ვიკავებდი ამ პოსტის დაწერისგან, მაგრამ უკვე შეუძლებელია გაჩუმება. რა ხდება ქარელში? ორი წუთით გავაჩერე მანქანა და მაშინვე 50-ლარიანი ჯარიმა მივიღე. ეს უკვე მესამედ ხდება. ამდენი ჯარიმის გამოწერის ნაცვლად ჯერ საპარკინგე ადგილები მოაწესრიგეთ და შემდეგ დააჯარიმეთ ხალხი.“

გ.თ: „პრობლემა, პირველ რიგში, ტაქსების გაჩერებებს უკავშირდება. მათთვის სპეციალური ადგილი უნდა გამოიყოს, რადგან ძირითადად გამოძახებით მუშაობენ. ეს გარკვეულწილად განტვირთავს მოძრაობას. პრობლემის მოგვარებას ხელს ასევე შეუწყობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნა, რადგან მოსახლეობა უფრო მეტად ისარგებლებს ტრანსპორტით, შემცირდება საცობები და პარკირებაც მეტად მოწესრიგდება. ამას კი ნება და მონდომება სჭირდება, რომლის თავიც დღეს, სამწუხაროდ, არავის აქვს.“

ქარელში ,,ტაქსი" სამგზავრო ტრანსპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რადგან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არსებობს. ამასთანავე, თამარ მეფის ქუჩაზე ბაზარია, რის გამოც მანქანის გასაჩერებელი ადგილები მხოლოდ ტაქსებმა დაიკავეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა,
სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით კორუფციული
ბრალდების აღიარება შესთავაზეს და ხვალ ვრცელ განცხადებას გააკეთებს.
პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით კორუფციული ბრალდების აღიარება შესთავაზეს და ხვალ ვრცელ განცხადებას გააკეთებს.
16:46 / 17.08.2026
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ და გორის რაიონის ყოფილ გამგებელ
სოსო მუმლაძეს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს მშენებლობასთან
დაკავშირებული თანხების სავარაუდო მითვისებისთვის.
„ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ და გორის რაიონის ყოფილ გამგებელ სოსო მუმლაძეს თაღლითობის ბრალდება წაუყენეს მშენებლობასთან დაკავშირებული თანხების სავარაუდო მითვისებისთვის.
14:34 / 17.08.2026
ლომოურის ქუჩაზე სასმელ წყალში კანალიზაციის წყლის მოხვედრის შემდეგ,
რასაც ბავშვების მოწამვლა მოჰყვა, მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ
და რეაგირებას ითხოვენ.
ლომოურის ქუჩაზე სასმელ წყალში კანალიზაციის წყლის მოხვედრის შემდეგ, რასაც ბავშვების მოწამვლა მოჰყვა, მოქალაქეები ხელმოწერებს აგროვებენ და რეაგირებას ითხოვენ.
14:02 / 17.08.2026
მარშრუტკის მძღოლმა თბილისი-სურამის
მიმართულებით მიმავალი მგზავრები, მათ შორის შშმ
ბავშვი და ხანდაზმული ქალი, ცუდი გზის
მიზეზით ხაშურში ჩამოსვა.
მარშრუტკის მძღოლმა თბილისი-სურამის მიმართულებით მიმავალი მგზავრები, მათ შორის შშმ ბავშვი და ხანდაზმული ქალი, ცუდი გზის მიზეზით ხაშურში ჩამოსვა.
12:41 / 17.08.2026
მერიტოკრატიული სისტემის დამყარების მიზნით მერმა კონსტანტინე
ბუზალაძემ მერიის შტატი 269-დან 223-მდე შეამცირა, გათავისუფლებულები
ერთთვიან კომპენსაციას მიიღებენ.
მერიტოკრატიული სისტემის დამყარების მიზნით მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ მერიის შტატი 269-დან 223-მდე შეამცირა, გათავისუფლებულები ერთთვიან კომპენსაციას მიიღებენ.
22:36 / 16.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.