გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი მამუკა ნიკუჭაძე ქეთევან თურაზაშვილს ურჩევს, რომ მდინარე ტანის სანაპიროდან საბურავები თავად გაიტანოს.
„როგორი გულის ამაჩუყებელია თქვენი ვიდეო... დარჩებოდით ალბათ და ცოტაოდენს მაინც დაასუფთავებდით, მაგრამ იმდენად მოკრძალებული ბრძანდებით ალბათ ვერ დადეთ დასუფთავების ვიდეო“, მიმართა მამუკა ნიკუჭაძემ ქეთევან თურაზაშვილს.
„ძლიერი საქართველო - ლელოს“ წარმომადგენელმა ქეთევან თურაზაშვილმა ტანას ხეობიდან რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს მდინარის პირზე არსებული საბურავების ნაგავსაყრელები.
მამუკა ნიკუჭაძეს იმედი ჰქონდა, რომ თუ ქეთევან თურაზაშვილი საბურავებს არ გაიტანდა, დამნაგვიანებლებს მაინც გამოავლენდა:
„თუ არ გაასუფთავეთ, რამდენიმე დამბინძურებელს მაინც გამოავლენდით და გამოააშკარავებდით ალბათ...“, წერს მამუკა ნიკუჭაძე.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები