გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევიდან 40 დღე გავიდა. 13 ივლისს, ქვეითთა გადასასვლელზე მოძრავ ანა ბერიანიძესა და მის 3 წლის შვილს ავტომანქანა დაეჯახა.
ანა ბერიანიძე ადგილზე გარდაიცვალა, მისი მცირეწლოვანი შვილი კი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციამ გორში მცხოვრები მამაკაცი დააკავა. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილს ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა.
ტრაგედიის საღამოს ჭავჭავაძის გამზირზე კონცერტი მიმდინარეობდა.
რატომ არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი ჭავჭავაძის გამზირის პატრულირება იმ დროს, როდესაც ქუჩაზე მასობრივი ღონისძიება მიმდინარეობდა; რატომ გადაადგილდებოდა ავტომანქანა თავისუფლად ქალაქში იმ პირობებში, როდესაც მძღოლის მიმართ ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული არაერთი სახდელი იყო გამოყენებული; რატომ არ მოხდა პოლიციისთვის დროული შეტყობინება ქალაქში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლის გადაადგილების შესახებ, ეს ის კითხვებია, რომელიც ოჯახის ახლობელმა ირმა ამბარდნიშვილმა შიდა ქართლის პროკურორთან შეხვედრისას დააყენა, თუმცა ამ ეტაპზე ეს კითხვები პასუხგაუცემელია.
ახალი დირექტორის გადაწყვეტილებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარებისა და თანამშრომლების მანქანები ცენტრალური შესასვლელით ვეღარ შედიან და თვეზე მეტია მხოლოდ უკანა კარით სარგებლობენ.
ბატეთის ტბის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ქარელში აქცია დაიგეგმა
ინფორმაცია რადიო ,,თავისუფლებამ" გაავრცელა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები