„გთხოვთ, გამოიყენეთ ყველაზე მსუბუქი სახდელი“, მიმართა გორის პოლიციის გამომძიებელმა მოსამართლე დავით პაპუაშვილს.
საქმე ეხება პირს, რომელსაც პარკირების თანამშრომლის მიმართ გინებასა და შეურაცხყოფაში სდებენ ბრალს. გამომძიებელი აცხადებს, რომ მამაკაცმა ჩაიდინა ხულიგნობა და დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, თუმცა მხოლოდ „გაფრთხილების“ გამოყენებაზეა თანახმა.
„უკვე დავადგინეთ, რომ დამრღვევია?“ უპასუხა მოსამართლემ გამომძიებელს. „ამას ჩვენ გადავწყვეტთ“, დასძინა მოსამართლემ.
გორში მომხდარ ფაქტზე მოკვლევა გრძელდება. მამაკაცი ამბობს, რომ მას არ შეუგინებია:
„მე უბრალოდ გავაპროტესტე ის, რომ არ შეიძლებოდა ამხელა ჯარიმის დაკისრება. აგრესიულად თავად მომმართავდა. ჯერ მეუბნებოდა, გაიწიე, მანქანის ნომერზე მეფარებიო. მერე 100-ლარიანი ჯარიმით დამემუქრა. ამან უფრო ამაღელვა. შეიძლება ხმამაღლა ვთქვი რაღაც, მაგრამ ქალის მიმართ გინება ჩემგან მიუღებელია და ამას არ გავაკეთებდი. ნეტავ, არსებობდეს ვიდეოჩანაწერები. დარწმუნებული ვიყავი, რომ სამხრე კამერები ეყენათ. რასაც მაბრალებენ, არის ცილისწამება“, თქვა მძღოლმა.
მოსამართლემ განმარტა, რომ რაკი მხარე ფაქტს აპროტესტებს და ოქმს არ ეთანხმება, უნდა დაიწყოს სიღრმისეული კვლევა.
„ასეთ შემთხვევაში დავიბარებთ სასამართლოზე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს და მოვუსმენთ“, აღნიშნა მოსამართლემ.
გამომძიებელმა გამოაქვეყნა პარკირების თანამშრომლების ახსნა-განმარტებები. დაზარალებულს მოწმედ მოჰყავს მეწყვილე, რომელიც ჩვენებაში უთითებს, რომ მას გინების ხმა ქუჩის მეორე მხრიდან მოესმა. სხვა მტკიცებულება გამომძიებელს არ წარმოუდგენია.
„მეორე თანამშრომელი ადგილზე არ ყოფილა. იმან რა გაიგო შორიდან? დაინტერესებული პირია და სხვა რას იტყვის ან დაწერს?“ განაცხადა მძღოლმა.
სხდომა ერთი კვირით გადაიდო.
ახალი დირექტორის გადაწყვეტილებით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში სასწრაფო დახმარებისა და თანამშრომლების მანქანები ცენტრალური შესასვლელით ვეღარ შედიან და თვეზე მეტია მხოლოდ უკანა კარით სარგებლობენ.
ბატეთის ტბის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ქარელში აქცია დაიგეგმა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები