რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხაშურში 9 აპრილის ქუჩაზეც მღვრიე წყალი წამოვიდა

ხაშურში 9 აპრილის ქუჩაზე ონკანებიდან მღვრიე წყალი წამოვიდა.

განახლება: ფაქტს წყალმომარაგების კომპანია ეხმაურება და წერს:

„ქალაქ ხაშურში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიის მიერ ძველი რეზერვუარის დემონტაჟის პროცესში სასმელი წყლის ქსელი მექანიკურად დაზიანდა, რის შედეგადაც წყლის ხარისხი დროებით ვერ აკმაყოფილებს მოქმედი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, წყალმომარაგება დროებით შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები.

სამუშაოების დასრულებისა და ქსელის შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, წყალმომარაგება ხვალ, 24 აგვისტოს, დილის 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული შემთხვევა გამოწვეულია სასმელი წყლის ქსელის მექანიკური დაზიანებით და არ უკავშირდება წყალარინების სისტემას.

ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“, აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე დღის წინ ანალოგიური მდგომარეობა იყო ლომოურის ქუჩაზეც, სადაც გაირკვა, რომ საკანალიზაციო და სასმელი წყლის სისტემები არასწორად იყო დაერთებული. რისთვისაც ახლად დაგებული ასფალტის გათხრა გახდა საჭირო.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სწორედ ეს მონაკვეთი პრობლემურად ფუნქციონირებს, ვერ უზრუნველყოფს
სათანადო გამტარუნარიანობას და პერიოდულად იწვევს საკანალიზაციო
ქსელის შეტბორვას.
სწორედ ეს მონაკვეთი პრობლემურად ფუნქციონირებს, ვერ უზრუნველყოფს სათანადო გამტარუნარიანობას და პერიოდულად იწვევს საკანალიზაციო ქსელის შეტბორვას.
19:41 / 23.08.2026
ის სოფელ შინდისში დაჭრილების გამოყვანის დროს სნაიპერის ტყვიამ
იმსხვერპლა.
ის სოფელ შინდისში დაჭრილების გამოყვანის დროს სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა.
17:57 / 23.08.2026
წყლის მიწოდება ხვალ, 24 აგვისტოს, 08:00 საათიდან ეტაპობრივად
აღდგება.
წყლის მიწოდება ხვალ, 24 აგვისტოს, 08:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
15:34 / 23.08.2026
ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, კალაპოტი წყლით 2 დღის
შემდეგ შეივსო.
ანალოგიური შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, კალაპოტი წყლით 2 დღის შემდეგ შეივსო.
15:21 / 23.08.2026
კარგია, როცა ადამიანს უყვარს საკუთარი სოფელი და ყურადღებას აქცევს
მის პრობლემებს. - ზაზა მეხრიშვილი (,,გირჩიდან
კარგია, როცა ადამიანს უყვარს საკუთარი სოფელი და ყურადღებას აქცევს მის პრობლემებს. - ზაზა მეხრიშვილი (,,გირჩიდან")
11:17 / 23.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.