ბიზნესმენ იოსებ ბაბაევის დნმ-ის კვალი არ აღმოჩნდა იმ იარაღებზე, რომელთა ფლობასაც გამოძიება ედავება. წინა პროცესზე ცნობილი გახდა ისიც, რომ იარაღზე არც თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა.
მტკიცებულებების შესახებ, დღეს, გორის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე იმსჯელეს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა საქმეს დაერთო.
იოსებ ბაბაევი 2024 წლის ივლისში გორის პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქის შემოსასვლელში იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის საკუთარი ავტომანქანით პროევროპული აქციიდან ბრუნდებოდა.
პოლიციელების მტკიცებით, ბაბაევს ავტომობილში „მაკაროვი“ და „კალაშნიკოვი“ ჰქონდა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი კი ამტკიცებდა, რომ იარაღი პოლიციამ მას შურისძიების მოტივით ჩაუდო.
აღკვეთის ღონისძიების განხილვის დროს, მოსამართლე ლევან დარბაიძემ ჩხრეკის ოქმები უკანონოდ ცნო, რის საფუძველზეც ბაბაევი მაშინ პატიმრობიდან გათავისუფლდა. მას ამ დრომდე ბრალდებულის სტატუსი აქვს და თავისუფლებაზე 1000-ლარიანი გირაოს საფუძველზე იმყოფება.
საქმეს ორ წელზე მეტია მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი განიხილავს. ბრალდებას არგუმენტების გასამყარებლად მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები დარჩა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები