გორში მამაკაცი დააკავეს, რომელიც აცხადებდა, რომ უკანონოდ დააკავეს:
,,რისთვის მაკავებთ?'' - ეკითხებოდა პატრულს მოქალაქე.
,,შეგვაგინე და იმიტომ'' - უპასუხა პატრულმა.
,,მანახეთ ჩანაწერი, რომ შევიგინე.... ხომ გაქვთ ჩანაწერი? მანახეთ ჩანაწერი, რას აკეთებთ?'' - ამბობდა ის. მიუხედავად მისი პროტესტისა, მოქალაქე ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და საპატრულო პოლიციის შენობაში წაიყვანეს.
მამაკაცის თანხმლები პირი აცხადებს, რომ არანაირ გინებას ადგილი არ ჰქონია.
,,ერთად მივდიოდით ქუჩაში და გაგვაჩერეს, მოულოდნელად დააკავეს,'' - გვითხრა დაკავებულის თანხმლებმა პირმა.
[გაგრძელება]შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებმა ისინი ღვედის გამოუყენებლობის გამო შეაჩერეს, რასაც, პატრულის თანამშრომლის მტკიცებით, საჯარიმო ქვითრის გამოწერის დროს, მოქალაქემ შეაგინა.
არსებობს თუ არა ჩანაწერი, სამართალდარღვევის ოქმის განხილვის დროს, სასამართლო სხდომაზე გაირკვევა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები