რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მუზეუმის თანამშრომელმა სასამართლო მოიგო, თუმცა 2 წლის პენსია დაკარგა

დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმის თანამშრომელმა 2 წლის პენსია დაკარგა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2023 წლის მაისიდან 2025 წლის იანვრამდე მისაღები თანხა მას არ აუნაზღაურდება.

მიზეზი ისაა, რომ პენსიის აღდგენა მხოლოდ იმ დღიდან განისაზღვრა, როცა მან ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა.

პ.ბ.- ს პენსია 2023 წლის 1 მაისიდან შეუწყდა. სააგენტოს მიზეზად ის გარემოება ჰქონდა დასახელებული, რომ ის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მუშაობდა და, შესაბამისად, საჯარო საქმიანობას ეწეოდა.

პენსიის აღდგენის მოთხოვნით პ.ბ.-მ სააგენტოს 2 წლის შემდეგ 2025 წლის 23 იანვარს მიმართა, მას შემდეგ, რაც უფლისციხის მუზეუმის თანამშრომლებმა სახელმწიფოს პროცესი მოუგეს. მიმართვის და სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილების მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტომ მაინც უარი უთხრა პენსიის აღდგენაზე.

ამის შემდეგ, პ.მ. - მ 2025 წლის 23 აპრილს, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

სასამართლომ პ.ბ.-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მუზეუმ-ნაკრძალში მუშაობა პენსიის მიღებას ხელს არ უნდა უშლიდეს. კანონში მუზეუმი იმ გამონაკლისებს შორისაა, სადაც მუშაობა საჯარო საქმიანობად არ ითვლება.

სააგენტომ გადაწყვეტილება მაინც გაასაჩივრა, საქმე ჯერ სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში წააგო. უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ მუზეუმ-ნაკრძალში საქმიანობა საჯარო საქმიანობას არ წარმოადგენს და პ.ბ.-ს პენსიის მიღების უფლება აქვს.

პენსია მას მხოლოდ იმ დღიდან დაენიშნა, როცა სააგენტოს მიმართა. შესაბამისად, 2023 წლის მაისიდან 2025 წლის იანვრამდე პერიოდის თანხა ამ გადაწყვეტილებით მუზეუმის თანამშრომელს არ უბრუნდება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი
ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე
წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დომენტი ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:29 / 22.10.2026
ამის შესახებ უწყებამ განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია,
რომ თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ
დანაშაულს.
ამის შესახებ უწყებამ განცხადება დღეს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თამაზ ელიზბარაშვილი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.
11:00 / 22.10.2026
ასევე, დაზიანებულია ქვაზე გაკეთებული წარწერა „მამული, ენა,
სარწმუნოება
ასევე, დაზიანებულია ქვაზე გაკეთებული წარწერა „მამული, ენა, სარწმუნოება". წარწერას აკლია სიტყვა „სარწმუნოება".
09:47 / 22.10.2026
როგორც „ქართლის ამბებს“ აცნობეს, ჯარისკაცი გორის მუნიციპალიტეტის
სოფელ ძევერიდანაა.
როგორც „ქართლის ამბებს“ აცნობეს, ჯარისკაცი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერიდანაა.
20:22 / 21.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.