,,პიჯაკის ქვეშ ნებადართული ფერებია თეთრი; ცისფერი ან ღია ლურჯი;
ღია ნაცრისფერი. ამ ფერების ერთმანეთთან კომბინირებაც ნებადართულია.''
-
კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნათია ილურიძე მიმართვას ავრცელებს. როგორც ცნობილია, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმა I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის მიმართვის მიხედვით, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის პიჯაკის ქვეშ რამდენიმე ტიპის ზედა სამოსია დასაშვები.
მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაიცვან პერანგი ან ბლუზა, პოლოს ტიპის მაისური, სადა მაისური, მაღალსაყელოიანი ზედატანი (როლინგი), სვიტერი ან ჯემპრი.
რესურსცენტრის ინფორმაციით, ზედატანი უნდა იყოს სადა და მასზე არ უნდა იყოს დიდი ზომის ან მკვეთრად კონტრასტული წარწერები, გამოსახულებები და ორნამენტები.
ამასთან, დასაშვებია მწარმოებლის მცირე ზომის ლოგო, ასევე სხვა ფერის ღილი, კანტი, ნაკერი ან მცირე დეკორატიული ელემენტი, იმ პირობით, რომ ეს დეტალი სამოსის ძირითად ფერს არ შეცვლის.'' - აღნიშნავს იგი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები