კასპის მე-4 საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობლის ცნობით, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია წყლითაა დაბინძურებული:
,,მთელი წელი ამ კანალიზაციაში ვტოპაობთ. კანალიზაციაში არეულია სასმელი წყალი, ბაღში ბავშვები როგორ მივიყვანოთ??? კორპუსიც ამ წყალს სვამს. აყროლებული ხევი?! სასწრაფოდ მოგვხედეთ!“ - აცხადებს მშობელი და ფოტოებს ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „ქართლის ამბები“ ბაღის დირექტორს, დალი კოტეტიშვილს დაუკავშირდა.
დირექტორის განცხადებით, ტერიტორიაზე კანალიზაცია არ არის ამოსული და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„არავითარი კანალიზაცია არ არის ამოსული. ეს არის მცდარი ინფორმაცია. აღნიშნულ ადგილზე დაზიანებულია წყლის მილი და ამ ეტაპზე შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ პრობლემის აღმოსაფხვრელად. ვინც ეს მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, ჯერ პრობლემის არსში უნდა გარკვეულიყო“, — განაცხადა კასპის მე-4 საბავშვო ბაღის დირექტორმა დალი კოტეტიშვილმა
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები