რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კასპი-თბილისის მიკროავტობუსები მგზავრთა ნაკადს ვერ აკმაყოფილებს

„ორი მარშუტკის ხალხი ერთ მარშუტკაში ავიდა“ - კასპელი აქტივისტი ქალაქში სატრანსპორტო პრობლემაზე საუბრობს.

კასპი-თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების რაოდენობა, მისი შეფასებით, არსებითად არ გაზრდილა, მაშინ როდესაც მგზავრთა ნაკადი რამდენჯერმე არის მომატებული, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი.

,,გუშინ რაც დიდუდებში ხდებოდა, ეგ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. კერძოდ: ყველა მარშუტკა მომენტალურად ივსებოდა და 7 საათის შემდეგ ტრანსპორტი ფიზიკურად აღარ იყო. შემდეგ კასპის მგზავრები სოფლის მარშუტკებს "მიაწყდა", სადაც კიდევ უარესი მდგომარეობა იყო.

,,კაი ხნის ლოდინის შემდეგ მარშუტკა მოვიდა. ჯერ არ გაჩერებულ მარშუტკაში ფანჯრებიდან პარკები შეყარეს და ასე დაიკავეს ადგილები. ბოლოს რამდენიმე ადგილი რაც დარჩა ხალხი დაჯდა და ფეხზე დგომა რამდენადაც იყო შესაძლებელი, იქამდე გაივსო ერთი საცოდავი მარშუტკა.

,,ორი მარშუტკის ხალხი ერთ მარშუტკაში ავიდა. ერთი იმდენი ხალხი კიდევ დაბლა დარჩა. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა, თუმცა ბოლო მარშუტკა ნახევარ საათში უნდა მოსულიყო, სადაც ცხადია, რომ ვერც ის ხალხი ვერ დაეტეოდა. ამის გამო ზოგი ხაშურის მარშუტკას გაყვა იგოეთამდე, ზოგი გორის ტაქსს და ზოგიც ტაქსებით წამოვედით.'' - წერს ირაკლი მილაძე.

ირაკლი მილაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი პრობლემა ყოველწლიურად მეორდება და მუნიციპალიტეტისგან პრობლემაზე რეაგირებას და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

როდესაც ასეთი ვითარებაა და ყოველი წელი წინა წლის მსგავსია, რატომ არ უნდა იყოს კასპის მერი დაინტერესებული, რომ მარშუტკები გამოყოს და ხალხს რაღაცით დაეხმაროს? უფასოდ ხომ არავინ არ ითხოვს?! კასპის სპორტის სამსახურს ხომ ჰყავს მინიმუმ 2 მარშუტკა?! ერთი თუნდაც! უბრალოდ ნება არ არსებობს! არ უყვართ კასპი და არ უყვართ ხალხი, თორემ ამის გაკეთებას რა უნდა? - წერს ირაკლი მილაძე.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ადგილობრივების თქმით, სოფელში აუტანელი სუნია, საკითხი ერგნეთის
შეხვედრაზეც დადგა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
ადგილობრივების თქმით, სოფელში აუტანელი სუნია, საკითხი ერგნეთის შეხვედრაზეც დადგა, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
12:16 / 28.10.2026
დაკისრებული თანხიდან 10 000 ლარზე მეტი ალიმენტის დავალიანებაა,
დანარჩენი კი ბავშვის მკურნალობის ხარჯებს მოიცავს, რომლის მიზნობრივი
ხარჯვაც მამამ ვერ დაადასტურა.
დაკისრებული თანხიდან 10 000 ლარზე მეტი ალიმენტის დავალიანებაა, დანარჩენი კი ბავშვის მკურნალობის ხარჯებს მოიცავს, რომლის მიზნობრივი ხარჯვაც მამამ ვერ დაადასტურა.
11:27 / 28.10.2026
დღესასწაული, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება,
ტრადიციულად შაბათ-კვირას იმართება.
დღესასწაული, რომელიც იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს ეძღვნება, ტრადიციულად შაბათ-კვირას იმართება.
10:15 / 28.10.2026
ადგილობრივების თქმით, ამბულატორიის ძველი შენობა დაინგრა, მისი
ადგილი თივის ტუკებს უკავიათ, სამედიცინო ინვენტარი კი რიტუალების
შენობაშია განთავსებული.
ადგილობრივების თქმით, ამბულატორიის ძველი შენობა დაინგრა, მისი ადგილი თივის ტუკებს უკავიათ, სამედიცინო ინვენტარი კი რიტუალების შენობაშია განთავსებული.
21:55 / 27.10.2026
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, „ქართლის ამბების“ მიერ მომზადებული
რეპორტაჟის შემდეგ გზა გათავისუფლდა და აღარ შემოიღობება.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, „ქართლის ამბების“ მიერ მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ გზა გათავისუფლდა და აღარ შემოიღობება.
15:41 / 27.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.