რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხაშურში ჩაშლილი ტრანსლაციის გამო მერია ინდმეწარმეს ეძებს

ხაშურის მერია იმ ინდმეწარმეს დასაჯარიმებლად ეძებს, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ღია სივრცეში ტრანსლაცია შეუკვეთა, თუმცა მატჩის დაწყებისას გამოსახულება ეკრანიდან გაქრა.

მერიამ მოკვლევით დადგინდა, რომ გამოსახულების გაქრობა ინდმეწარმის ბრალეულობით მოხდა, ამიტომ, ხაშურის მერმა წერილი გაუგზავნა და ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა მოსთხოვა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ და „არსენალი“ ხვდებოდნენ. მერია მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მოქალაქეებს მოუწოდებდა, სკვერში შეკრებილიყვნენ და ფინალს ერთად ეყურებინათ.

ტრანსლაციისთვის მერიასა და ინდმეწარმეს შორის 4 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა, 30 მაისს, მატჩის დაწყებისას, ეკრანზე გამოსახულება გაქრა და ტექნიკური პრობლემის გამო ტრანსლაცია ვერ განხორციელდა.

უწყების ცნობით, ინდმეწარმეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მიაკითხეს, თუმცა ადგილზე არ დახვდათ და წერილის ჩაბარებაც ვერ მოხერხდა.

მომხდარის გამო ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კი მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ჯარიმის გადახდის დოკუმენტი არაა ატვირთული.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად ათეულობით ათას
ლარს დახარჯავს.
მუნიციპალიტეტი სახალხო დღესასწაულის აღსანიშნავად ათეულობით ათას ლარს დახარჯავს.
10:51 / 21.09.2026
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სკოლის მოსწავლეებსა და
იქ არსებული ბაღის აღსაზრდელებს დროებით სხვაგან გადასვლა უწევთ.
დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სკოლის მოსწავლეებსა და იქ არსებული ბაღის აღსაზრდელებს დროებით სხვაგან გადასვლა უწევთ.
16:52 / 20.09.2026
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემის
მოგვარება ისევ ჭიანურდება.
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარება ისევ ჭიანურდება.
13:20 / 20.09.2026
მასწავლებელი მშობლებს სკოლის განვითარებაში ჩართვისკენ მოუწოდებს და
მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მასწავლებელი მშობლებს სკოლის განვითარებაში ჩართვისკენ მოუწოდებს და მათ უმოქმედობაში ადანაშაულებს.
12:30 / 20.09.2026
ახალ ინფრასტრუქტურას ადგილობრივები დადებითად შეხვდნენ. თუმცა,
ირკვევა, რომ მოსახლეობის ნაწილი საყოფაცხოვრებო ინვენტარს
არამიზნობრივად იყენებს.
ახალ ინფრასტრუქტურას ადგილობრივები დადებითად შეხვდნენ. თუმცა, ირკვევა, რომ მოსახლეობის ნაწილი საყოფაცხოვრებო ინვენტარს არამიზნობრივად იყენებს.
12:00 / 20.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.