ხაშურში კერძო კომპანიები საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს უჩივიან. კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, გამრეკელს მათთვის კარიერიდან 100 000 ლარამდე ოდენობის ქვიშა-ხრეში (ბალასტი) უნდა მიეწოდებინა, თუმცა მან აღებული ვალდებულება არ შეასრულა.
კერძო კომპანიის ინტერესების დამცველი, ირინა ფერაძე აცხადებს, რომ ხელშეკრულებას, რომლითაც გამრეკელმა ბალასტის მიწოდების ვალდებულება აიღო, ხელს თავად ყოფილი თავმჯდომარე აწერს. ადვოკატის განმარტებით, მიწოდების ჩავარდნით დამკვეთ კომპანიებს სამუშაო პროცესი ჩაეშალათ და სოლიდური ფინანსური ზიანი მიადგათ. ამასთან, ფერაძის თქმით, კარიერი მუშაობას აგრძელებდა, თუმცა მასზე შესაბამისი ლიცენზია გაცემული არ ყოფილა.
„ის, რომ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა, ამაზე გამოძიება პროკურატურამ უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჩემს მარწმუნებლებს, მათ მიაყენა მატერიალური ზიანი, ჩაუგდო სამუშაო პროცესი და ამიტომ ვედავებით 100 000 ლარამდე ზიანს“, - აცხადებს ირინა ფერაძე და ხაზს უსვამს, რომ გამრეკელს თანამდებობიდან გამომდინარე, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.
ბრალდებებს ლევან გამრეკელის წარმომადგენელი, ზაზა მეხრიშვილი გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გამრეკელს კარიერით სარგებლობის უფლება კომპანია „გეკამ“ მისცა, რასაც ირინა ფერაძე კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ მსგავსი მინდობილობა არ არსებობს.
ამასთან ერთად, ადვოკატს აქვს ინფორმაცია, რომ სწორედ აღნიშნული ტიპის უკანონობების გამო დაატოვებინეს თანამდებობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსს.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები