|
დღეს, 17:00 საათზე, ხაშურში, მე-5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება.
საინიციატივო ჯგუფის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, ტენდერის ოფიციალურად გამოცხადებამდე მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, სწავლა საკუთარ სკოლაში გააგრძელონ.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, სკოლა წლების განმავლობაში ითხოვდა სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თუმცა შენობის სრულად დანგრევა მათთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„მე-5 სკოლა წლებია ითხოვს რემონტს, თუმცა მისი დანგრევა მიუღებელია. ხაშურს ახსოვს არაერთი სკოლა, რომელიც დაინგრა და აღარ აშენდა“, - აღნიშნავენ საინიციატივო ჯგუფში.
გარდა ამისა, პროტესტს უერთდებიან მოსწავლეთა მშობლებიც, რომლებიც ალტერნატიულ სასწავლო სივრცეში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი თქმით, მე-8 საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვები დროებით გადაიყვანეს, ბევრად უარესი პირობები დახვდათ, რაც მოზარდების ჯანმრთელობის დაზიანების რეალურ საფრთხეს ქმნის. მშობლები შესაბამისი უწყებებისგან გამოსავლის დროულად მოძებნას მოითხოვენ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები