შიდა ქართლში საჯარო სკოლების ნაწილი ზამთრის სეზონზე კვლავ ბრიკეტებით გათბება. რეგიონის სკოლებისთვის საჭირო 235 ტონა საწვავ ბრიკეტს სახელმწიფო ბელარუსიდან შემოიტანს.
ოფიციალური ინფორმაციით, შემოტანილი მასალა ხაშურის, კასპისა და გორის მუნიციპალიტეტების კონკრეტულ საჯარო სკოლებზე გადანაწილდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში ბრიკეტებს მიიღებენ:
-
სოფელ ნაბახტევის საჯარო სკოლა — 12 ტონა;
-
სოფელ ალის საჯარო სკოლა — 12 ტონა.
კასპის მუნიციპალიტეტში საწვავი შემდეგ სკოლებზე განაწილდება:
-
სოფელ აღაიანის საჯარო სკოლა — 20 ტონა;
-
სოფელ ახალციხის საჯარო სკოლა — 30 ტონა;
-
სოფელ დოესის საჯარო სკოლა — 25 ტონა;
-
პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის ზემო ხანდაკის საჯარო სკოლა — 20 ტონა;
-
სოფელ ლამისყანის საჯარო სკოლა — 20 ტონა;
-
სოფელ მეტეხის №1 საჯარო სკოლა — 50 ტონა;
-
სოფელ საკადაგიანოს საჯარო სკოლა — 15 ტონა;
-
სოფელ გუდალეთის საჯარო სკოლა — 3 ტონა.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, მასალა სამ სოფელში გაიგზავნება:
-
სოფელ არაშენდის საჯარო სკოლა — 4 ტონა;
-
სოფელ კირბალის საჯარო სკოლა — 4 ტონა;
-
სოფელ ბოშურის საჯარო სკოლა — 20 ტონა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები