რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორის მერიამ „ტანა-თეძმობის“ პროგრამიდან მწვადების მასტერკლასი ამოიღო

გორის მერიის ცნობით, უქმეებზე ბოშურში ფესტივალი „ტანა-თეძმობა“ გაიმართება. თავდაპირველად გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ ღონისძიებაზე მწვადების შეწვის მასტერკლასი და დოლების შოუ ჩატარდებოდა, თუმცა მოგვიანებით ეს ჩანაწერები ტექსტიდან ამოიღეს. პროგრამაში დარჩა ორჩოფეხების შოუ, ხატვა, ძერწვა, ცხენით სეირნობა და კონცერტი.

სპორტის მასწავლებლის, თეა კეჩხუაშვილის ინფორმაციით, შოუზე დასასწრებად სხვადასხვა სკოლიდან მოსწავლეები ავტობუსებით მიჰყავთ. აღსანიშნავია, რომ თავად ბოშურის სკოლას, რომელიც ტანას ხეობის 10-მდე სოფელს ემსახურება, უკვე ორი წელია პირველკლასელი არ ჰყავს.

რაც შეეხება მწვადებს, ტენდერის მიხედვით, მერიას 120 კგ საქონლისა და 70 კგ ღორის ხორცი უკვე შეძენილი აქვს. ღონისძიების ორგანიზატორია „საქართველოს ტექნოლოგიების ჯგუფი“, რომლის მფლობელიც ბოლო არჩევნებზე მერობის ერთ-ერთი კანდიდატის წინასაარჩევნო კამპანიის ფოტოგრაფი იყო.

ცნობისთვის, „ტანა-თეძმობა“ 2025 წელს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ინიციატივით დაფუძნდა და მისი მიზანი ადგილობრივების შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. თუმცა, ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ, ევროპულმა ორგანიზაციამ საქართველო დატოვა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრები გორში ადგილობრივ მოსახლეობას
შეხვდნენ და მათ მთავარ პრობლემებს გაეცნენ. მოქალაქეების
გამოწვევებად დაბინძურებული წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,
მიგრაცია და სიღარიბე დასახელდა.
პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრები გორში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მთავარ პრობლემებს გაეცნენ. მოქალაქეების გამოწვევებად დაბინძურებული წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მიგრაცია და სიღარიბე დასახელდა.
14:57 / 10.10.2026
კასპში, კავთისხევის მიმდებარედ, ბუმბულისა და ლაყე კვერცხების
გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. კომპანია „ჯიპიპი“
ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცხოველთა საკვებ დანამატს
დაამზადებს.
კასპში, კავთისხევის მიმდებარედ, ბუმბულისა და ლაყე კვერცხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. კომპანია „ჯიპიპი“ ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცხოველთა საკვებ დანამატს დაამზადებს.
11:09 / 10.10.2026
საოკუპაციო რეჟიმმა 36 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 32 წლის დიტო
მურადაშვილი გაათავისუფლა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მათ
ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
საოკუპაციო რეჟიმმა 36 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 32 წლის დიტო მურადაშვილი გაათავისუფლა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მათ ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
19:40 / 09.10.2026
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა
ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
17:19 / 09.10.2026
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის მე-9 საჯარო სკოლის წინ, ზებრა
გადასასვლელზე, მოსწავლეზე ავტომობილის დაჯახების ფაქტს ადასტურებს.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მყოფთა ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევას
უარყოფდა, უწყებამ გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გორის მე-9 საჯარო სკოლის წინ, ზებრა გადასასვლელზე, მოსწავლეზე ავტომობილის დაჯახების ფაქტს ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მყოფთა ნაწილი ავტოსაგზაო შემთხვევას უარყოფდა, უწყებამ გამოძიება დაიწყო.
15:34 / 09.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.