გორის გენერალური გეგმის ხელახლა შესადგენად ტენდერი გამოცხადდა. პროექტისთვის 1.3 მილიონი ლარია გათვალისწინებული. გამარჯვებული კომპანიის ვინაობა ოქტომბრის ბოლოს გახდება ცნობილი.
ახალი დოკუმენტის მომზადებისთვის გამარჯვებულ კომპანიას 360-დღიანი ვადა ექნება.
გორის გენგეგმაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2019 წელს კომპანია „სითი ინსტიტუტმა“ დაიწყო. დოკუმენტის სამუშაო ვერსია 2020 წელს მომზადდა, საბოლოო დოკუმენტი კი 2021 წელს დასრულდა. მიუხედავად ამისა, წინა მერების პერიოდში შემუშავებული გენგეგმა მერიას დღემდე არ დაუმტკიცებია.
გენგეგმის დამტკიცების გაჭიანურების ფონზე, ქალაქში მშენებლობები გრძელდება. მხოლოდ 2021-2023 წლებში გორის ტერიტორიაზე 13 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაიცა. ამ პერიოდის შემდეგ მშენებლობის ნებართვები კიდევ რამდენიმე ობიექტზე გაიცა.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები