გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სწავლების ცენტრს“ სახელი გადაარქვეს და მშვიდობის სწავლების ცენტრი უწოდეს.
მშვიდობის სწავლების ცენტრი შერიგების მინისტრმა თეა ახვლედიანმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გახსნეს.
„ქართლის ამბებმა“ აღმოაჩინა, რომ ოთახში, სადაც შერიგების მინისტრმა და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მშვიდობის სწავლების ცენტრი გახსნეს, მანამდე „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სწავლების ცენტრი“ ფუნქციონირებდა. უნივერსიტეტში დაგვიდასტურეს, რომ ეს სწორედ ის ოთახია, რომელიც მანამდე სხვა სახელწოდებით იყო ცნობილი.
„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოსური ენისა და კულტურის ცენტრი საქმიანობას გააგრძელებს უნივერსიტეტის სამშვიდობო სწავლების ცენტრის ფარგლებში. აღნიშნული ცვლილება გულისხმობს ცენტრის საქმიანობის ინტეგრირებას სამშვიდობო სწავლების ცენტრში. ოსური ენისა და კულტურის შესწავლა და პოპულარიზაცია თანხვედრაშია სამშვიდობო სწავლების მიზნებთან - კულტურათაშორისი დიალოგის, ურთიერთგაგებისა და ნდობის გაძლიერებასთან“, - მოგვწერეს უნივერსიტეტიდან.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები