კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში ბავშვებს წყლის დალევის შემდეგ ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ.
ადგილობრივი მცხოვრების, ანა პაპიძის განცხადებით, სახელმწიფო უწყებებმა დროულად უნდა შეისწავლონ წყლის ხარისხი და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევა ჩაატარონ.
„წარმოუდგენელია, ადამიანებს საკუთარ სოფელში უწევდეთ ფიქრი იმაზე, რამდენად უსაფრთხოა წყალი, რომელსაც ყოველდღიურად მოიხმარენ. მაინც რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ეს პრობლემა? რამდენჯერ უნდა დადგეს ადამიანების ჯანმრთელობა რისკის ქვეშ, რომ პასუხისმგებელმა პირებმა სათანადო ყურადღება მიაქციონ ამ საკითხს?!
გთხოვთ, ნუ დატოვებთ ამ პრობლემას უყურადღებოდ. სოფლის მოსახლეობას სჭირდება უსაფრთხო წყალი და არა დაუსრულებელი ლოდინი. იმედია, ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოეღება ბოლო და შესაბამისი პირები რეალურ ნაბიჯებს გადადგამენ, სანამ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება“, - წერს ანა პაპიძე.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები