მოკრივე ნიკოლოზ ხიზანიშვილი მშობლიურ ვარიანში ევროპის ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.
ახალგაზრდა ქართველ სპორტსმენს მშობლიურ უბანში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ნიკოლოზ ხიზანიშვილმა კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და მეთექვსმეტედფინალიდან ფინალის ჩათვლით ყველა მეტოქე დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში მან რუსეთის სახელით მოასპარეზე მაგომედ გაჯიევს სძლია.
ჩემპიონატის მიმდინარეობას აქტიურად აშუქებდა გორის მერიის სპორტის განვითარების სააგენტო. თუმცა, სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ყველა მეტოქის წარმომავლობა იყო მითითებული, რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენის გარდა, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა.
ნიკოლოზი გიორგი კანდელაკის კრივის სკოლაში აღიზარდა. ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე კი მას უკვე ჰქონდა მოპოვებული ევროპის ვიცე-ჩემპიონის წოდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები