ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში ითხოვენ, რომ სახელმწიფომ პრობლემა კანონის ძალით მოაგვაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეზობლებს შორის დავა სერიოზულ კონფლიქტში იზრდება.
„ეს არის სახელმწიფო გზა. ამ გზის მომიჯნავედ ვართ მე, რაჟდენ ვარძელაშვილი და გელა ღვინიაშვილი. გელა ღვინიაშვილმა გზაზე დარგო ხეები, ახლა გადაჭრა და უნდა ღობე გავაკეთოო. ამ გზაზევე ამოთხარა ჭა. ვითხოვთ, რომ ეს გზა გაგვითავისუფლოს. საკუთარ ნაკვეთებში მისვლა გვინდა. მე და ჩემი ოჯახი არ ვართ ისეთი ოჯახი, რომ ვინმეს ვეჩხუბოთ.“ - ამბობს მარიკა ყაჩლავაშვილი.
მარიკა ყაჩლავაშვილის განცხადებით, ის ესაუბრა სოფლის გამგებელს, რომელმაც უპასუხა, რომ ასეთი საკითხების მოგვარება მის ძალისხმევას აღემატება.
იგი აცხადებს, რომ საკადასტრო ნახაზებით, გზა გათვალისწინებულია ყველასთვის და სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს.
რა რეაგირება მოახდინა ფაქტის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, ამ ეტაპზე უცნობია.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები