მას შემდეგ, რაც გორის მერიის ძაღლთა თავშესაფრიდან ცხოველთა დამცველებმა 300-მდე ლეკვი მძიმე მდგომარეობიდან გაათავისუფლეს, გორის მერიის და საკრებულოს წევრებმა თავშესაფრის ხელმძღვანელის, ბექა გიუნაშვილის მხარდასაჭერად პოსტების გამოქვეყნება დაიწყეს.
კამპანია საკრებულოს წევრმა თიკო წერეთელმა გახსნა და მას საკრებულოს სხვა წევრებმა და მერიის თანამშრომლებმა აუბეს მხარი:
„ბექა, ვერაფერს დაგაკლებენ კაცთმოძულე და 'ძაღლთმოყვარე' მანქურთები", - წერს საკრებულოს წევრი, ამავე დროს, კომისიის თავმჯდომარე ასმათ ტალახაძე.
ორი დღის წინ გავრცელდა ვიდეო ცხოველების მძიმე მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. გუშინ ცხოველთა დამცველებმა 300-მდე ლეკვი გაათავისუფლეს თავშესაფრიდან. ადგილი ჰქონდა დაპირისპირებასაც.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები