საგარეჯოში 19 ოქტომბერს დაგეგმილი „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი 22 წლის გოგოს გარდაცვალების გამო საზოგადოების პროტესტის ფონზე გადაიდო. სანაცვლოდ, ანსამბლი კასპის მერმა, ვახტანგ მაისურაძემ მიიწვია.
დღეს, 17 ოქტომბერს, კასპის მერმა დააანონსა, რომ „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი ქალაქის ცენტრში 19 ოქტომბერს გაიმართება. კონცერტის მოულოდნელად დანიშვნის მიზეზები მას არ განუმარტავს.
დღესვე საგარეჯოს მერიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, 19 ოქტომბერს დაგეგმილი „ქუჩის ბიჭების“ კონცერტი „გარკვეული მიზეზების გამო“ გადაიდო. ამ ფორმულირებას ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.
„გარკვეული მიზეზების გამო კი არ გადაიდო, ხალხი რომ აგიჯანყდათ, 22 წლის გოგოა გარდაცვლილი, რა გეკონცერტებათო, აი მაგიტომ გადაიდო, სირცხვილია... ეს მარტო სოფლის ტკივილი არაა, ესაა მთელი საქართველოს ტკივილი. 2 შვილი დედის გარეშე დარჩა და თქვენ მომინდომეთ კონცერტი და ფულების ფრიალი“, - წერენ მოქალაქეები საგარეჯოს მერიის ოფიციალურ გვერდზე.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები