რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
პოლიციელის თვალწინ მოწყობილი დრიფტი თუ პირადი ინტერესი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის წარმომადგენლის, თამარ ცაციაშვილის განცხადებით, კასპში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მოქალაქემ პოლიციელს დრიფტი სპეციალურად გაუმართა.

ამის შემდეგ, როგორც თამარ ცაციაშვილმა განმარტა, პოლიციელები მას დაედევნენ. მძღოლის შეჩერება დევნის შემდეგ მოახერხეს:

„გარდა იმისა, რომ პოლიციის დანახვაზე მძღოლმა მანქანა მოასრიალა და მოაცურა, არ დაემორჩილა სამართალდამცველებს. ალკოტესტზე შემოწმებაზეც უარი განუცხადა", - განმარტა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა.

განსხვავებულ ისტორიას ყვება მოქალაქის ადვოკატი ოთარ სუყაშვილი. იგი აღნიშნავს, რომ პოლიციელის თვალწინ მანქანა არ მოუსრიალებია. არც ალკოტესტის შემოწმებაზე უთქვამს უარი, რადგან არც შეუთავაზებიათ:

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის პოლიციელ კაციაშვილის ნაცნობი. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობენ. შეხვდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ. ამ დროს სხვა ეკიპაჟი მოვიდა. რაღაც მოითათბირეს და გადაწყვიტეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის მართვის უფლების ჩამორთმევა."

„ამ ბიჭს კარგად იცნობს მთელი კასპი, წესიერი და პატიოსანი ოჯახიდანაა. მხოლოდ პოლიციელების ჩვენებით არ უნდა ხდებოდეს ასეთი სახდელის დადება. უნდა ამოეღოთ კამერის ჩანაწერები. არ გაუმართავს დრიფტი. ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. მოვიდა სხვა ეკიპაჟი და იმათ ჩამოართვეს მართვის მოწმობა", - განაცხადა ადვოკატმა ოთარ სუყაშვილმა, რომელიც კასპში მცხოვრები მამაკაცის ინტერესებს იცავს.

მოსამართლის კითხვაზე, ოქმის შედგენა ხომ არ უკავშირდება რაიმე პირად ინტერესს მათი ნაცნობობიდან გამომდინარე, ადვოკატმა უპასუხა, რომ სხვა დამატებითი ინფორმაცია არ გააჩნია.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში პოლიციელთა ახსნა-განმარტებები სანდოა. მოქალაქე სამართალდამრღვევად სცნეს როგორც დრიფტის მოწყობაში, ასევე ალკოტესტზე თავის არიდებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოტოგრაფს ხელშეკრულების პირობების
დარღვევისთვის უჩივლა. სასწავლებლის მტკიცებით, ფოტოები 57-დღიანი
დაგვიანებით მიიღეს და ხარისხი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ფოტოგრაფს ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის უჩივლა. სასწავლებლის მტკიცებით, ფოტოები 57-დღიანი დაგვიანებით მიიღეს და ხარისხი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა.
22:21 / 19.10.2026
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ პატიმრობაში მყოფ
ცხოველთა დამცველს, თამაზ ელიზბარაშვილს ხულიგნობის მუხლით უჩივლა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ პატიმრობაში მყოფ ცხოველთა დამცველს, თამაზ ელიზბარაშვილს ხულიგნობის მუხლით უჩივლა
18:12 / 19.10.2026
კასპის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ
საგარეჯოში ტრაგედიის გამო გაუქმებული კონცერტის კასპში ჩატარების
გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და ღონისძიება, სავარაუდოდ, უშუალოდ
მერმა დაგეგმა.
კასპის მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საგარეჯოში ტრაგედიის გამო გაუქმებული კონცერტის კასპში ჩატარების გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და ღონისძიება, სავარაუდოდ, უშუალოდ მერმა დაგეგმა.
16:59 / 19.10.2026
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალ
კომპანიას გადაეცემა, რადგან წინა კონტრაქტორს ვადაგადაცილების გამო
ხელშეკრულება შეუჩერდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში საბავშვო ბაღის მშენებლობა ახალ კომპანიას გადაეცემა, რადგან წინა კონტრაქტორს ვადაგადაცილების გამო ხელშეკრულება შეუჩერდა.
15:48 / 19.10.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კასპის მუნიციპალიტეტის
სოფელ ჩოჩეთში მოქალაქე ნაკვეთში ნაკელის დაგროვების გამო დააჯარიმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩეთში მოქალაქე ნაკვეთში ნაკელის დაგროვების გამო დააჯარიმა.
15:03 / 19.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.