ცხოველთა დამცველების განცხადებით, გორის მერიის თავშესაფრიდან წაყვანილ ლეკვებს სხვადასხვა დაავადებები აღენიშნებათ, რომლებიც სიკვდილს იწვევს.
ტასო ლოსაბერიძის ცნობით, ჭარბობს ჭირი და ენტერიტი.
209 ლეკვი ცხოველთა დამცველებმა წყნეთში წაიყვანეს, მოხალისე ვეტერინარები მათ ადგილზე მკურნალობენ:
„სხვადასხვა ვირუსებით, ჭირი, ენტერიტი - კვდებიან ლეკვები. ეს ამბავი რომ დამთავრდება, თავშესაფრის ყველა ახლანდელი თანამშრომელი წავა მინიმუმ სახლში, თუ ციხეში არა. თქვენ რაც გაუკეთეთ ლეკვებს, ეს არის დანაშაული", - წერს ტასო ლოსაბერიძე.
შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს გავრცელდა კადრები ცხოველთა, განსაკუთრებით ლეკვების მძიმე მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. 18 ოქტომბერს ლეკვები თავშესაფრიდან გაიყვანეს. ცხოველთა დამცველებს მონიტორინგის მიზნით თავშესაფარში შესვლა აკრძალული აქვთ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები