გორში, ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისთვის 730 000 ლარია გათვალისწინებული. გამოჩნდა კომპანია, რომელიც მერიას სამუშაოების შესრულებას 584 000 ლარად სთავაზობს.
შეთავაზებულ და სავარაუდო ღირებულებას შორის სხვაობა 145 530 ლარია.
საუბარია ისტორიულ შენობაზე, რომელიც სამეფო ქუჩაზე სამუსიკო სკოლას უკავია.
კომპანია „GSM"-მა მერიას 145 000 ლარით ნაკლები ფასი შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეთავაზების განხილვა.
კომპანიის წარმომადგენლები თვლიან, რომ სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია გაცილებით იაფი დაჯდება, ვიდრე ამას მერია ვარაუდობს. თუ რატომ მოხდა პროექტში მაღალი ფასების მითითება, კომპანიის პოზიცია ჯერ უცნობია.
ხარჯთაღრიცხვა გორის მერიის დაკვეთით საპროექტო ორგანიზაციამ შეადგინა, რომელსაც გიორგი როსტომაშვილი ხელმძღვანელობს.
გორის მერია ვარაუდობს, რომ სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციას 5 თვე დასჭირდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები