რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
ქარელელი ანატოლი გიგაური ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროს ნოემბერში დატოვებს

პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური, მიმდინარე თვეს, ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხეს დატოვებს.

ამის შესახებ განცხადება ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა. საპატიმროს დატოვების შემდეგ, როგორც ანატოლი გიგაურის განცხადებაშია აღნიშნული, იგი აქტიურად გააგრძელებს ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

„მადლიერებით აღსავსე ვარ, ჩემო მეგობრებო, ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ გამოჩენილი თქვენი პასუხისმგებლობისთვის.

მე უკანონო პატიმრობაში ორი წლით გამომკეტა პოლიტიკურმა მართლმსაჯულებამ. ამა წლის ნოემბერში ვიქნები თავისუფალი. ციხით ვერ გამტეხენ, ბრძოლა იქნება ბოლომდე! სიამაყითა და ვაჟკაცურად მივიღე ტანჯვა-წამება, თავი არ ამირიდებია განსაცდელისთვის. პირიქით, მოთმინებით, სადომაზოხიზმით ვპასუხობდი ბოროტ განზრახვებს. ქედს არ მოვუხრი! ციხით არაფერი მთავრდება!

ასევე შეუპოვრად ვიბრძოლებ საქართველოსთვის, ჩვენი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გაძლიერებისთვის. ღირსება, ერთგულება, თავდადება. ეს არის ჩემი ცხოვრების სილაღე, თავდაჯერებულობა, რწმენა და სიყვარული. მაქვს განსაკუთრებული ჟანგბადი, შევიდე დაპირისპირებაში ბოროტებასთან ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ჩვენი ბრძოლა წმინდაა, ხოლო იდეა და განზრახვა თანასწორობაზე, ზრუნვასა და განვითარებაზე დაფუძნებული ევროპული ქვეყნის შენება.

არ არსებობს ბრძოლაზე უარის თქმის შესაძლებლობა ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის. თვალდაუხამხამებლად მიდიან პატიმრობაში 2, 5, 7, 13 წლით, მაგრამ ქედს არ უხრიან უკუღმართ ხელისუფლებას, დაბოღმილ, გაბოროტებულ, არალეგიტიმურ რეჟიმს.

საზოგადოების ნებაყოფლობით მხარდაჭერა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოიპოვა. ძალმომრეობით გადაწყვიტა და აღასრულა ხელისუფლების მიტაცება. ჰიბრიდული ომი აქვს გაჩაღებული საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, პროპაგანდით ავრცელებს შიშს და ადამიანებს შორის ზიზღს აღვივებს.

ნებისმიერ იერარქიაში, სისტემაში, მორჩილება უპირობოდ მოითხოვება. მოღალატე, კორუმპირებულ პიროვნებებს დიდი გავლენა გააჩნიათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ძალოვან სტრუქტურებს, პოლიციას, პროკურატურასა და სასამართლოს ყველას მხარდაჭერა აქვთ.

სამოქალაქო თანამშრომლობის პრინციპი სრულიად მორღვეულია. პოლიტიკური პროცესი მკვდარია. სიტყვის თავისუფლება, პროტესტი, განსხვავებული აზრი კრიმინალიზებულია, რასაც ხელისუფლება ღალატის პოლიტიკით აკეთებს.

ხელისუფლება ამას ოპოზიციურ, პროევროპულ პარტიებს აბრალებს, ღალატში ადანაშაულებს და მიტაცებულ საკონსტიტუციო სასამართლოში კრძალავს.

ჩვენ უნდა შევძლოთ, პირველ რიგში, საზოგადოება ვიხსნათ შიშისა და ზიზღისგან. არავისი და არაფრის მეშინია! ვიქნები პირველი ჩემი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. წინ აღვუდგები თავხედ, მოძალადე, ბოროტ, ვერცხლისმოყვარე იერარქიას. საჯაროდ ვისაუბრებ მათ ბოროტ განზრახვებზე.

ურთიერთპატივისცემითა და სიყვარულით მოპოვებულ ნდობას სიცოცხლის ფასად არ დავთმობ!

უსაყვარლეს და საპატიო ქარელელებს მე დავანახებ გაერთიანების, განვითარების, გაძლიერების გზას. ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ, შევქმნათ სოფლის განვითარების საუკეთესო მოდელი.

პრიორიტეტად ვაქციოთ ბავშვები და მათი კვება, განათლება. ოლიმპიური სპორტის ყველა სახეობა იყოს ხელმისაწვდომი. დავაფასოთ ხანდაზმულები და მათი ცხოვრება. მოვიკითხოთ, როგორ ცხოვრობდნენ ერთმანეთის თანადგომით, ერთ დიდ ქალაქად.

ახლა თავს მოგვაჯდნენ რუსული აზროვნების, კრიმინალური წარსულის მქონე მომხვეჭელები, რამაც საზოგადოება დაგვყო და დაგვათითოკაცა. ირიბად თუ თვალსაჩინოდ ბატონობენ ხალხთმოძულე ელემენტები.

იტაცებენ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, რესურსებს, საძოვრებს, მიწებს, ტყეებს, მთებსა და მდინარეებს. უკანონობას ეშმაკურად გვასაღებენ კანონზომიერებად. მტაცებლებს ჩვენი საკუთრება შეგვიძლია დავათმობინოთ, რაზეც ქარელელებს ხელმოწერით თანხმობა არ მიგვიცია.

მთავარია, გავერთიანდეთ პატრიოტული სულისკვეთებით, მივეხმაროთ ჩვენს ხალხს, სიყვარულით ვაკეთოთ საქმე, ვუთხრათ არა შიშსა და ზიზღს, სიამაყით, ჯიუტად ვიშრომოთ წარმატებისთვის, დავთრგუნოთ ძალმომრეობა და ბოროტება.

ჩვენ ვართ ევროპა! ტოლერანტობის ისტორიული მაგალითი! წინ, საქართველო! წინ, საქართველო! წინ ევროპისკენ!" - წერს ანატოლი გიგაური.

ანატოლი გიგაური 2024 წლის 25 ნოემბერს, საპროტესტო აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.

მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გიგაური ადასტურებდა ფაქტს, რომ ხელი ჰკრა პოლიციელს, თუმცა აცხადებდა, რომ ეს იყო თავდაცვა. კერძოდ, საპროტესტო აქციაზე, რუსთაველისკენ მსვლელობით მიმავალს, მას პოლიციელმა ჯერ მუშტი დაარტყა, შემდეგ კი შეაგინა. მისი განმარტებით, მაშინ, როდესაც პოლიციელმა მისთვის მუშტის დარტყმა მეორედ სცადა, მან ხელი ჰკრა და მოიშორა. რამდენიმე საათის შემდეგ ის სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს, 7 ნოემბერს, სპექტაკლ
„მუსუსის“ პრემიერა გაიმართება. წინასაპრემიერო ჩვენებას სპეციალურად
დაესწრო ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს, 7 ნოემბერს, სპექტაკლ „მუსუსის“ პრემიერა გაიმართება. წინასაპრემიერო ჩვენებას სპეციალურად დაესწრო ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.
12:28 / 07.11.2026
ქარელის შესასვლელში საწყობში შესვლისას ტრაილერი თხრილში ჩავარდა,
რის გამოც მთავარი მაგისტრალი დროებით გადაიკეტა. შსს-ს ცნობით,
სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
ქარელის შესასვლელში საწყობში შესვლისას ტრაილერი თხრილში ჩავარდა, რის გამოც მთავარი მაგისტრალი დროებით გადაიკეტა. შსს-ს ცნობით, სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
14:55 / 06.11.2026
გორში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისა და უეფას IV კატეგორიის
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეკონომიკის
სამინისტრომ შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული 2 098 კვ.მ
მიწისა და მასზე განთავსებული ობიექტების ექსპროპრიაციის
გადაწყვეტილება მიიღო.
გორში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისა და უეფას IV კატეგორიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული 2 098 კვ.მ მიწისა და მასზე განთავსებული ობიექტების ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო.
13:41 / 06.11.2026
გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული
ქალი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოძიებას 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აგრძელებს.
გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აგრძელებს.
12:30 / 06.11.2026
კასპის საკრებულოს ყოფილი წევრი მიხეილ ბექაური ვარჯაანის დასახლებაში
გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წყლით დაფარული მინი-სტადიონი
ჩანს. 
კასპის საკრებულოს ყოფილი წევრი მიხეილ ბექაური ვარჯაანის დასახლებაში გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც წყლით დაფარული მინი-სტადიონი ჩანს. 
17:39 / 05.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.